თორნიკე ოქრიაშვილი: შესვენების შემდეგ შეცვლამ ძალიან გამანაწყენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ბელორუსებთან (0:2) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, დამწუხრებულები ვართ, რადგან სექტემბერში ბელორუსები დამარცხებული გვყავდა, თუმცა მაშინ მეტოქი
ს გუნდს გლები არ ჰყავდა. ახლა კი ის მოედანზე იყო, რაც მატჩზეც აისახა.

გლები რომ არ ყოფილიყო, დადებითი შედეგის მიღწევის კარგი შანსი გვექნებოდა.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ კარგი მომენტი მქონდა, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხე. შესვენების შემდეგ კი მალე შემცვალეს, რამაც ძალიან გამანაწყენა.

მწვ
რთნელს ეგონა, რომ ტრავმა მქონდა, სინამდვილეში კი არაფერი მჭირდა. ამიტომ მეწყინა
მოედნის დატოვება.

მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ გვითხრა, რომ ცხვირები არ ჩამოგვეშვა. მეორე ადგილზე გასვლა ძნელი იქნება, თუმცა მესამე პოზიციისთვის ვიბრძოლებთ",
- თქვა ოქრიაშვილმა.

მომზადებულია pressball.by-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის
მკითხველის კომენტარები / 7 /
საშინელი შეცვლები იყო, ჯერ ოქრიაშვილი - ერთადერთი ნათელი წერტილი გუნდში და მერე თარგამაძე, რომელსაც დაღლის არაფერი ეტყობოდა სხვებისაგან განსხვავებით, ხოლო ყენიას შემოყვანის აზრი ვერაფრით გავიგე, კაცი ფორმაში არაა, ფინეთთანაც ათ წუთში უკვე ძლივს დაძუნძულებდა და ვეღარ სუნთქავდა, ეტყობა ქეცბაია მაგის პრეტენზიებს მაინც აჰყვა... ეეჰ, არაა საშველი, აქაც წინა ციკლი განმეორდება და საბოლოოდ ისევ მეხუთე კალათაში აღმოვჩნდებით, თუმცა ჩვენთვის დიდი ხანია ერთი ყ...ეა სად ვიქნებით, მაინც ყველასთან ვაგებთ
azazello
15:15 17-10-2012
0
ბელარუსი არ იყო საფრანგეთი რო მიაჩოქა წინა შესარჩევში ? გინდათ საკლუბო დონეზე ბაიერნი არ გახია ? ჯგუფურ ეტაპზე მერამდენედ თამაშობს ბატე ? ზესტაფონს და თბილისის დინამოს არ გავს ? თან მაშინ როცა ბელარუსში სერიოზული ფინანსური კრიზისია ... ფიფას რეიტიგშიც ჩვენზე ბევრად წინ იყვნენ ბელარუსები და კლასითაც გვჯობიან ამ ეტაპზე და რატო გწყდებათ ასე გული ხალხო ? ქართველებმა ითამაშეს ისე რისი უფლებაც მეტოქემ მისცა. სამწუხაროა მარა ასეა ... დადგება ამათგან ნაკრები, მთავარია ბრძოლისუნარიანები არიან და აღარავის უწვებიან ისე როგორც ადრე და კლასი მოვა ნელნელა გამოცდილებით.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული