ზესტაფონი-ზუგდიდი 1:0 - დებიუტი გადამწყვეტი აღმოჩნდა

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" "დავით აბაშიძეზე" უშუალო კონკურენტს უმასპინძლა და მატჩის დებიუტში გატანილი გოლით დაამარცხა. სანაკრებო პაუზით ფეროელებმა კარგად ისარგებლეს და სტადიონის გაზონი იდეალურ კონდიციებამდე მიიყვანეს.

მასპინძლებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს და მიზანსაც მალე მიაღწიეს. "ზუგდიდის" კარისკენ დანიშნული ჯარიმა "ზესტაფონმა" ორიგინალურად გაითამაშა - ზურაბ მენთეშაშვილმა ბურთი ლევან შარიქაძეს დაუგორა, რომელმაც შორი მანძილიდან დალაშქრა სტუმართა კარი. ამით "ზესტაფონმა" საკუთარ მოედანზე ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ამის შემდეგაც აქტიურობდა. "ზესტაფონის" გერმანელმა ლეგიონერმა პატრიკ მილხრაუმმა მიზანს ოდნავ ააცილა, ცოტა ხანში კი არაზუსტად თორნიკე გრიგალაშვილმა
დაარტყა.

პირველი ტაიმის მიწურულს კი ზუგდიდელთა მეკარემ თავის გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა - შოთა ბაბუნაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ლაშა ძაგანიამ "ზუგდიდის" კარი შესაშური რეაქციით იხსნა.

მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ, თუმცა მასპინძელთა დაცვამ უშეცდომოდ ითამაშა და მეტოქეს რეალური ხიფათის შექმნის საშუალება არ მისცა. "ზესტაფონმა" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და საუკეთესო ექვსეულის ზონაში უფრო მყარად დამკვირდა.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. X ტური

20.10. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1 000 მაყურებელი
ზესტაფონი-ზუგდიდი 1:0 (იხილეთ ვიდეო)
1:0 შარიქაძე (11)

ზესტაფონი ზუგდიდი
4-2-3-1 4-2-3-1
რ. კვასხვაძე ძაგანია
ღონღაძე ფოფხაძე
მ. კობახიძე ს. თოდუა
კაჭკაჭიშვილი გამეზარდაშვილი
თევ. გრიგალაშვილი აკობია
მენთეშაშვილი ტყემალაძე
ბაბუნაშვილი სიხარულია
შარიქაძე შ. ლომია
თორ.გრიგალაშვილი დ. ბოლქვაძე
მილხრაუმი კუტალია
წინამძღვრიშვილი ქობალია

მწვრთნელები მწვრთნელი
დ. მუჯირი ე. ქომეთიანი
ზ. ზამთარაძე

ზესტაფონი
68. ბაბუნაშვილი - გაგოშიძე
77. წინამძღვრიშვილი - კვერნაძე
90. თორ. გრიგალაშვილი - რაჟამაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, ელიავა, შინდაგორიძე, კერძევაძე

ზუგდიდი
54. შ. ლომია - გაბედავა
66. კუტალია - კოშკაძე
73. ტყემალაძე - გუგუჩია
სათადარიგოები: მერლანი, აფაქიძე, რ. ონიანი, წურწუმია

გაფრთხილება: დ. ბოლქვაძე (17), მენთეშაშვილი (21), მილხრაუმი (39), გაბედავა (63), გუგუჩია (82), ქობალია (90)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული