ბობ ბრედლი: საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის კარგი ტესტი იყო

AutoSharing Option
14 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული საქართველო-ეგვიპტის ამხანაგური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი ბობ ბრედლი წარსდგა

- კარგი თამაში გამოვიდა კარგი გუნდების შესრულებით. პირველ ტაიმში მართლაც კარგად ვითამაშეთ, სწრაფი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

- მატჩის შედეგი ლოგიკურად მიგაჩნიათ?
- შედეგი სამართლიანია. საქართველოს ნაკრები ძალიან მიზანდასახულად მოქმედებდა, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა თამაშის შეტრიალება.

- როგორ ფიქრობთ, რა სარგებლობა მოუტანა ამ თამაშმა თქვენს გუნდს?
- ეს მატჩი კარგი ტესტი იყო ჩვენთვის. ამ მომენტისთვის ეგვიპტეში ეროვნული ჩემპიონატი არ მიმდინარეობს და ასეთი მატჩის
გამართვა მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენ განსხვავებული სტილის ნაკრებს ვეთამაშეთ და ვფიქრობ, ეს სასარგებლო იყო ეგვიპტის ნაკრებისთვის.

- რატომ შეცვალეთ კარგად მოთამაშე მაჰმუდ შიკაბალა?
- ის მართლაც კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ეს ამხანაგური მატჩი იყო და სხვა ფეხბურთელების საქმეში ნახვაც გვინდოდა.

- საქართველოს ნაკრებიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
- ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება, საქართველომ გუნდურად ითამაშა კარგად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცმა პატიოსნად გვითხრა ვერავის გამოვყოფ,საქართველომ გუნდურად ითამაშაო,რა გუნდიც ვნახეთ ყველას გვახსოვს,სხვათა შორის ამ კაცის შვილმა გუშინ რუსებს ბოლო წუთზე გაუტანა და ამერიკელები წაგებას გადაარჩინა.
giorgi
17:32 15-11-2012
0

სიახლეები პოპულარული