თემურ ქეცბაია: საინტერესო თამაში გამოვიდა, თქვენ უსახურში რას გულისხმობთ?..

AutoSharing Option
14 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული საქართველო-ეგვიპტის ამხანაგური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია წარსდგა.

- ვფიქრობ, ეს წელი ცუდად არ დავამთავრეთ. ეგვიპტის ნაკრები საკმაოდ კარგი გუნდია, საინტერესო თამაში გამოვიდა.

ერთი კარგი პასი, ერთი კარგი დარტყმა და უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა.

იმედია, საქართველოს ნაკრებისთვის მომავალი წელი კარგი იქნება, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს.

- საქართველოს ნაკრების ასეთ უსახურ თამაშზე პასუხი ვინ უნდა აგოს, ფეხბურთელებმა თუ მწვრთნელმა?
- უსახურ თამაშში რას გულისხმობთ? რამდენჯერ მინახიხ
ართ სტადიონზე და ასეთი ფილოსოფიური კითხვა არ დაგისვამთ...

- უსახურ თამაშში ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ ფეხბურთელებს ბურთის დაჭერა უჭირთ...
- ბურთი ხელში უნდა დაიჭირონ?.. დასამალი არ არის, რომ პრობლემები გვაქვს, უნდა ვიმუშავოთ. ფეხბურთელებს არ უნდა დავუკარგოთ, რომ ბოლომდე იბრძვიან.

მოვა ის დროც, როცა სულ სხვა მიზნები ექნება საქართველოს ნაკრებს. გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც თუ სწორად გააგრძელებენ მუშაობას, ცოტა ხანში უმაღლეს დონეზე ითამაშებენ.

- შესარჩევში საფრანგეთის ნაკრებთან მატჩამდე კიდევ მოესწრება ამხანაგური მატჩის გამართვა?
- ვნახოთ, წელს ლუქსემბურგს სტუმრად ვეთამაშეთ და თებერვალში აქ თუ მოხერხდება მათთან შეხვედრა, ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ არ არის.

- კაშია საყრდენ ნახევარმცველად ათამაშეთ...
- ცენტრალური მცველი ამ პოზიციაზე თუ ითამაშებს, პრობლემა არ არის.

- ჯაბა დვალის თამაშზე რას იტყოდით?
- მისი თამაშით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. თავდამსხმელი უნდა გაიქცეს, მოატყუოს, გოლი გაიტანოს... გვაქვს პრობლემები. დვალს დღეს არავისზე ნაკლებად არ უთამაშია.

- ზურაბ ხიზანიშვილს მომავალშიც არ გამოიძახებთ?
- ვნახოთ...

- შესარჩევის დარჩენილ მატჩებში რამდენი ქულის აღებას ვარაუდობთ?
- ყველას გვინდა, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს და ევროპის ფინალურ ეტაპზე ითამაშოს, მაგრამ ლოგიკურად უნდა ვიმსჯელოთ. თუ ჯგუფში მესამე ადგილს შევინარჩუნებთ, ეს არ იქნება ადვილი.

კი მინდა, რომ ბოლო მატჩებში 12 ქულა ავიღოთ, თუმცა 4 ქულა რომ მოვიპოვოთ, ცუდი არ იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი
მკითხველის კომენტარები / 7 /
ცოტა იაზროვნეთ ბლინ რა!!!! კაცს შემქმნელი არავინ ყავდა, ამ გუნდში ფაქტია რო შეტევაში არავინ აზრზე არაა და ვინც აზრზეა ახალგაზრდები: ჯანო, ყენია, ოქრიაშვილი, მჭედლიძე, კანკავა... ისინი არ ყოფილან. მაქსიმუმი იყო ამთამაშის არ წაგება, ეგვიპტე სერიოზული გუნდია.
საერთოდ ზოგადად რო ვიმსჯელოთ ქეცბაიას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, ის მაინც ვიცით რო დაცვა გამოასწორა და 6-2 ებს და 5-0 ებს აღარ აგებს ნაკრები... გაიხსენეთ რა ნაკრები ჩაიბარა. ესეთი უმადურობა არ მესმის. დაუნახავი ადამიანებით არის გატენილი ქართული სპორტი და არაპროფესიონალებით... მომინდომეს თოხებით შემტევი ფეხბურთის თამაში!! @@@
danielle
16 ნოემბერი 2012 22:08
0
არაა ეგ კაცი ნაკრების მწვრთYნელი რა კლუბისთვის ხო მარა ნაკრებისთვის არ ვარგა
lasha
16 ნოემბერი 2012 15:01
0
მე მგონი თავს ვიტყუებთ 90 წუთის განმავლობაში კარში ერთხელ ვერ დაარტყეს რაზე უნდა ისაუბრო ქეცბაია შენიშვნას სართოდ ვერ იტანს თავი სულ მართალი ჰგონია და ძალიან გული მწყდება რომ წინსვლას ნაკრებისას მე პირადად ვერ ვხედავ.
zaza
15 ნოემბერი 2012 19:09
0
ქეცბაია კარგი ფეხბურთელი და ალბათ მწვრთნელიც კარგია,მაგრამ რა ქნას თვითონ ხო არ გამოვა მოედანზე,ბოლო ბოლო ვეღარ უნდა ვთქვათ რო ამ ბიჭებს(ფეხბურთელებს) მოედანზე სირბილი ეზარებათ? შუა თამაშში მუხლებში ძალა აღარა აქვთ,სწორ ადგილზე თავისით იქცევიან,ოდნავ მონდომება არ უნდა ეტყობოდეთ,ტელევიზორში მაინც არ უყურებენ ფეხბურთს,ხალხი 90წუთი ისე დარბიან ამოსუნთქვას ვერ ასწრებენ.გუშინ აზერაიჯანის თამაშს ვუყურე ირლანდიასთან ბურთი არ გაუჩერებიათ მთელი თამაში,ასევე სომხებს,მრცხვენია ამათ რო ვუყურებ. ყველა წინ მიდის ჩვენ კი უკან უკან.
giorgi
15 ნოემბერი 2012 17:24
0
დათო არც ესტონელი ფეხბურთელები წყვეტენ ციდან ვარსვლავებს მაგრამ ფლეიოფში ითამაშეს არც სომხეთსი თამაშობს იბრაგიმოვიჩი და ინიესტა მაგრამ უდიდესი წინსვლა აქვს მათ ნაკრებს აზერებს კი სადაც არ ეზარებათ საკლუბო დონეზე იქ გვიგებენ ამიტომ აქ იმდენად ფეხბურთელებში კი არა ფედერაციასა და ტრენერებშია პრობლემა გუნდს რომ დაავალებ 90წუთიდან 88 ათი კაცით თავი დაიცავიო და ბურთის აუტზე მოგერიებას წარმატებად თვლი მე მგონი დიდი მიხვედრა არ უნდა რომ მთლად დიდი გაქანების ტრენერი არ ხარ ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი რომ შუშაკს შუშანიკიდან ვერ არჩევს რა წინსვლაზე უნდა ვილაპარაკოთ
levani
15 ნოემბერი 2012 14:14
0
რომელმა ჯურნალისტმა დაუსვა ეს ირონიული შეკითხვა . ფეხბურტელი არ გყვას და ქეცბაიამ რა უნდა ქნას მართლა .. 5 მეტრში რო პას ვერ აძლევ ქეცბაიაა არის შუაში ? კარგით რა მართლა ჯურნალისტები ხართ ყველა პროვოკატორები და ვიტომ ჯურნალისტები............
DAtO
15 ნოემბერი 2012 13:21
0
უსახური თამაში ნამდვილად იყო. რადგან ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები. ამ ნაკრებით ქეცბაია სასწაულს ვერ მოახდენს და ვერც ერთი მწვრთნელი მსოფლიოში. მთლიანად საფეხბურთო ინდუსტრიაა შესაცვლელი. რასაც წლები სჭირდება.
GIA
15 ნოემბერი 2012 12:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული