- ვფიქრობ, ეს წელი ცუდად არ დავამთავრეთ. ეგვიპტის ნაკრები საკმაოდ კარგი გუნდია, საინტერესო თამაში გამოვიდა.
ერთი კარგი პასი, ერთი კარგი დარტყმა და უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა.
იმედია, საქართველოს ნაკრებისთვის მომავალი წელი კარგი იქნება, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს.
- საქართველოს ნაკრების ასეთ უსახურ თამაშზე პასუხი ვინ უნდა აგოს, ფეხბურთელებმა თუ მწვრთნელმა?
- უსახურ თამაშში რას გულისხმობთ? რამდენჯერ მინახიხ
- უსახურ თამაშში ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ ფეხბურთელებს ბურთის დაჭერა უჭირთ...
- ბურთი ხელში უნდა დაიჭირონ?.. დასამალი არ არის, რომ პრობლემები გვაქვს, უნდა ვიმუშავოთ. ფეხბურთელებს არ უნდა დავუკარგოთ, რომ ბოლომდე იბრძვიან.
მოვა ის დროც, როცა სულ სხვა მიზნები ექნება საქართველოს ნაკრებს. გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც თუ სწორად გააგრძელებენ მუშაობას, ცოტა ხანში უმაღლეს დონეზე ითამაშებენ.
- შესარჩევში საფრანგეთის ნაკრებთან მატჩამდე კიდევ მოესწრება ამხანაგური მატჩის გამართვა?
- ვნახოთ, წელს ლუქსემბურგს სტუმრად ვეთამაშეთ და თებერვალში აქ თუ მოხერხდება მათთან შეხვედრა, ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ არ არის.
- კაშია საყრდენ ნახევარმცველად ათამაშეთ...
- ცენტრალური მცველი ამ პოზიციაზე თუ ითამაშებს, პრობლემა არ არის.
- ჯაბა დვალის თამაშზე რას იტყოდით?
- მისი თამაშით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. თავდამსხმელი უნდა გაიქცეს, მოატყუოს, გოლი გაიტანოს... გვაქვს პრობლემები. დვალს დღეს არავისზე ნაკლებად არ უთამაშია.
- ზურაბ ხიზანიშვილს მომავალშიც არ გამოიძახებთ?
- ვნახოთ...
- შესარჩევის დარჩენილ მატჩებში რამდენი ქულის აღებას ვარაუდობთ?
- ყველას გვინდა, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს და ევროპის ფინალურ ეტაპზე ითამაშოს, მაგრამ ლოგიკურად უნდა ვიმსჯელოთ. თუ ჯგუფში მესამე ადგილს შევინარჩუნებთ, ეს არ იქნება ადვილი.
კი მინდა, რომ ბოლო მატჩებში 12 ქულა ავიღოთ, თუმცა 4 ქულა რომ მოვიპოვოთ, ცუდი არ იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი