ქართველი კარატისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

AutoSharing Option
18 ნოემბერს საქართველოს კარატისტთა ეროვნული ნაკრები პარიზში გაემგზავრება, სადაც 21-25 ნოემბერს "ბერსის" სპორტულ დარბაზში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.

მსოფლიოს პირველობაზე 180 ქვეყნის სპორტსმენები გამოვლენ. პარიზში გასამართ შეჯიბრებაზე ძალიან დიდი კონკურენცია იქნება, რადგან იქ მხოლოდ ლიცენზირებული კარატისტები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის ლიცენზიის მქონე 8 სპორტსმენით წარსდგება. ქართულ დელეგაციას საბრძოლო სახეობათა კონფედერაციის პრეზიდენტი - კახა ბასილია უხელმძღვანელებს.

საქართველოს კარატისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა 16 ნოემბერს კარატეს აკადემიაში მედიისათვის ღია ვარჯიში გამართეს. ქართველი კარატისტები პარიზში საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლას გეგმავენ.

საქართველოს კარატისტთა
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: დავით პატარიძე, ჰენრი ვეკუა, გოგიტა არქანია, დავით ტყებუჩავა, ირაკლი ტყებუჩავა, თათია მელუა, დიანა დარჩიაშვილი, რუდიკ საგრუნოვი; დელეგაციის ხელმძღვანელი: კახა ბასილია

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული