რომან ფი­ფია: ჩის­კო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს სჭირ­დე­ბა და დროა, შან­სი მივ­ცეთ

AutoSharing Option
საჩხე­რის "ჩი­ხუ­რას­თან" მო­გე­ბუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ "ლე­ლო" თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" მე­პატ­რო­ნე­სა და პრე­ზი­დენტს, რო­მან ფი­ფი­ას და­ე­ლა­პა­რა­კა - გუნ­დის დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე, პერ­ს­პექ­ტი­ვა­ზე, პრე­მი­ერ­ლი­გა­ზე, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფუნ­ქ­ცი­ო­ნე­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბებ­ზე...

- ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" პირ­ველ ად­გილ­ზეა, თუმ­ცა კონ­კუ­რენ­ტებ­თან უპი­რა­ტე­სო­ბა არც ისე დი­დია.
- სხვა­თა შო­რის, ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გვყავს და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. მა­გა­ლი­თად, დღეს საჩხე­რის "ჩი­ხუ­რა" ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა - სიმ­პა­თი­უ­რი, მებ­რ­ძო­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დია. ასეთ ბრძო­ლა­ში მო­პო­ვე­ბულ ოქ­როს მედ­ლებს უფ­რო მე­ტი ფა­სი ექ­ნე­ბა და იმე­დია, "დი­ნა­მო" ჩემ­პი­ო­ნო­ბას და­იბ­რუ­ნებს.

ჩვენ ყვე­ლა ამის იმე­დად
ვცხოვ­რობთ.

სხვა­თა შო­რის, აქ­ვე მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ვ­ნიშ­ნო ჩის­კოს თა­მა­ში. იცო­დით, რომ დღეს ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ფე­ხით თა­მა­შობ­და და უკ­ვე მე­ხუ­თე შეხ­ვედ­რაა, რაც ასე გრძელ­დე­ბა?! მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერ­თი არ და­უ­წუ­წუ­ნია, რად­გან გუნ­დის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კუ­თარ თავს ახ­ტე­ბა.

ჩის­კო ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის მი­სა­ბა­ძი მო­თა­მა­შე და ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს ავ­ლენს.

მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის მო­თა­მა­შე არ აწყენ­და.

- ამა­ზე ლა­პა­რა­კი ად­რეც იყო, მაგ­რამ ნაკ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ ყუ­რადღე­ბა არ გა­მო­ი­ჩი­ნა.
- მე­ეჭ­ვე­ბა, თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ არ იცო­დეს, ჩის­კო რა დო­ნის მო­თა­მა­შეა და რა კარგ სე­ზონს ატა­რებს. არც ის მგო­ნია, რომ მსგავ­სი დო­ნის მო­თა­მა­შის ნაკ­რებ­ში და­მა­ტე­ბა არ სურ­დეს.

ჩის­კო არის ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­საც თა­მა­შის ბე­დის გა­დაწყ­ვე­ტა შე­უძ­ლია; უთა­მა­შია პრი­მე­რა­დი­ვი­ზი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე კლუბ­ში, "ვა­ლენ­სი­ა­ში" უეფას თა­სის მფლო­ბე­ლი გახ­და და საკ­მა­ოდ დი­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მი­სი დო­ნის ფეხ­ბურ­თელს ბევ­რი ევ­რო­პუ­ლი ნაკ­რე­ბი ისურ­ვებ­და.

ამ კაცს კი თა­ვად სურს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ გუნ­დ­ში თა­მა­ში და თუ ქეც­ბაია მის მიწ­ვე­ვას გა­დაწყ­ვეტს, მო­თა­მა­შის ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას შე­ვეც­დე­ბით.

- "დი­ნა­მოს" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, დუ­შან უჰრი­ნის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ რას იტყ­ვით?
- დუ­შან უჰ­რი­ნი ძა­ლი­ან კარ­გი მწვრთნე­ლი გა­მოდ­გა. ჩე­ხი სპე­ცი­ა­ლის­ტის ხელ­ში გუნ­დი აშ­კა­რად გაძ­ლი­ერ­და, წინ­ს­ვ­ლა და­ეტყო და რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შემ­ტევ და ლა­მაზ ფეხ­ბურთს აჩ­ვე­ნებს.

- "დი­ნა­მოს" გაძ­ლი­ე­რე­ბას აპი­რებთ?
- აუცი­ლებ­ლად! ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი გვაქვს და სა­ა­მი­სოდ 3 ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლის და­მა­ტე­ბა გვჭირ­დე­ბა.

- უცხო­ე­ლებს გუ­ლის­ხ­მობთ?
- ქარ­თ­ვე­ლებ­საც და უცხო­ე­ლებ­საც. "დი­ნა­მო" არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უნ­და იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი, არა­მედ ევ­რო­თა­სებ­ზეც. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა, ზო­გი ერთ პარ­ტი­ას ემ­ხ­რო­ბა, ზო­გიც მე­ო­რეს თუ მე­სა­მეს, მაგ­რამ არის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც ყვე­ლა ერ­თი­ა­ნია - ჩვენს ხალხს სჭირ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თი და მის­გან მი­ნი­ჭე­ბუ­ლი დი­დი სი­ხა­რუ­ლი. ამას კი თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს­გან" ელი­ან. დროც არის, ხალ­ხ­მა და­ვიწყე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლის გე­მო იგ­რ­ძ­ნოს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ა­მი­სო რე­სურსს დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვერ ვხე­დავთ.

- პრე­მი­ერ­ლი­გის თაობაზე რა სი­ახ­ლეა?
- ჯერ მინდა ხა­ზი იმას გა­ვუს­ვა, რომ სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე საქ­მი­ა­ნი ლა­პა­რა­კი იგეგ­მე­ბო­და. სულ სხვა ფორ­მატ­ში გვსურ­და და­ლა­პა­რა­კე­ბა და ეს გახ­და გა­უ­გებ­რო­ბის მი­ზე­ზი. არა­და, დაგ­ვ­ბ­რალ­და, თით­ქოს მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ვი­სურ­ვეთ. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პრობ­ლე­მა ნამ­დ­ვი­ლად არ გვქო­ნია. უბ­რა­ლოდ, და­ლა­პა­რა­კე­ბა არა ყრი­ლო­ბის დარ­ბაზ­ში, არა­მედ მრგვალ მა­გი­დას­თან კონ­კ­რე­ტულ საქ­მე­სა და პრო­ექ­ტებ­ზე გვსურ­და.

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ თქვა, რომ ამ ეტაპ­ზე პრე­მი­ერ­ლი­გის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ხე­ლი არ მო­უ­წე­რი­ათ "ტორ­პე­დოს", "დი­ლას", "კოლ­ხეთს", "ბა­თუმს ", "ზუგ­დიდს", "ზეს­ტა­ფონს", "სი­ონს". უც­ნო­ბია, მო­ა­წე­რა თუ არა ხე­ლი "ჩი­ხუ­რამ"...
- ასე ნამ­დ­ვი­ლად არ არის, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ციაა. დო­კუ­მენ­ტ­ზე ხე­ლი 6-მა კლუბ­მა მო­ა­წე­რა. პრე­მი­ერ­ლი­გა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია, ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლია და პრე­მი­ერ­ლი­გის და­ფუძ­ნე­ბა­ზე უარი არც ერთ კლუბს არ უთ­ქ­ვამს.

ად­რეც ვთქვი და ახ­ლაც ვი­მე­ო­რებ: თუ მის და­ფუძ­ნე­ბას ხე­ლი კლუ­ბე­ბის ნა­წილ­მა მო­ა­წე­რა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ სხვე­ბი ჩემ­პი­ო­ნატ­ში არ ითა­მა­შე­ბენ. არც სხვა კლუ­ბე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბი არის პრობ­ლე­მა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შეხ­ვედ­რებ­ზე არა­ვის უთ­ქ­ვამს, რომ პრე­მი­ერ­ლი­გის და­არ­სე­ბა არ სურს.

- ჩემ­პი­ო­ნა­ტის უფ­ლე­ბე­ბის გა­და­სა­ცე­მად, ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი წი­ნა­პი­რო­ბას აყე­ნებს და ითხოვს მყარ ფი­ნან­სურ გა­რან­ტი­ებს, გაზ­რ­დილ საპ­რი­ზო ფონდს, სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­ტ­რაქ­ტებ­სა და მსა­ჯე­ბის მეტ ანაზღა­უ­რე­ბას.
- ფე­დე­რა­ცი­ამ არ უნ­და მო­ითხო­ვოს იმა­ზე უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი, რა­საც თა­ვად აკე­თებ­და. რაც უნ­და მოხ­დეს, ჩემ­პი­ო­ნა­ტის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბას უმაღ­ლე­სი ლი­გის 12 კლუ­ბის ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე ვე­რა­ვის გა­დას­ცე­მენ. ფე­დე­რა­ცი­ამ უნ­და მი­ხე­დოს ეროვ­ნულ ნაკ­რე­ბებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს, კლუ­ბებ­მა კი - ეროვ­ნულ პირ­ვე­ლო­ბას. ეს ლო­გი­კუ­რიც იქ­ნე­ბა და საქ­მის­თ­ვის უკე­თე­სი. ახ­ლა ჩვენ პრე­მი­ერ­ლი­გის ფუნ­ქ­ცი­ო­ნე­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ სახ­ს­რებს ვე­ძებთ.

- სპონ­სო­რე­ბი ჯერ ვერ მო­ი­ზი­დეთ?
- მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და იმე­დი­ა­ნად ვართ. გარ­და ამი­სა, 12-ივე გუნ­დი სა­წევ­როს ხომ იხ­დის? და კი­დევ - სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თ­ვის გა­და­ცე­მუ­ლი თან­ხე­ბი სწო­რედ ჩემ­პი­ო­ნატს უნ­და მოხ­მარ­დეს. ეს სახ­ს­რე­ბი ხომ არ გაქ­რე­ბა?

- სა­ხელ­მ­წი­ფოს იმე­დად ხართ? ეს სახ­ს­რე­ბი ხომ ნაკ­რე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის არის გა­მიზ­ნუ­ლი...
- კარ­გია, ეს კითხ­ვა რომ და­მის­ვით, რად­გან არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ჩვენ ნაკ­რე­ბის თან­ხებს არ ვე­ხე­ბით. მხო­ლოდ იმ ნა­წი­ლის გად­მო­ცე­მას ვითხოვთ, რაც დას­რუ­ლე­ბულ სე­ზონ­ში ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის საპ­რი­ზო ფონ­დის­თ­ვის და­ი­ხარ­ჯა.

- ანუ ლა­პა­რა­კია მი­ლი­ონ ლარ­ზე?
- დი­ახ. გა­აჩ­ნია, სა­ხელ­მ­წი­ფო რა თან­ხას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. წინ არის ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი, ბევრს ვი­მუ­შა­ვებთ, ჩემ­პი­ო­ნა­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი გვაქვს.

უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ტე­ლეტ­რან­ს­ლა­ცი­ე­ბის სა­კითხის მო­წეს­რი­გე­ბაც, რად­გან ქარ­თულ ფეხ­ბურთს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რ­ცის გო­ნივ­რუ­ლად ათ­ვი­სე­ბა ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა. მჯე­რა, რომ ამ სა­კითხებს თავს გა­ვარ­თ­მევთ, რად­გან ახა­ლი სე­ზო­ნის დაწყე­ბამ­დე დი­დი დრო არის დარ­ჩე­ნი­ლი და ჩემ­პი­ო­ნატს მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ვა­ტა­რებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩისკო: ესპანეთის ნაკრები ქართველებისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა
ჩისკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან მინდა
მკითხველის კომენტარები / 16 /
რომანა ფეხბურთისგან ძაან შორსაა. არამგონია ჩისკო დვალიშვილზე ან სირაძეზე რაიმეთი უკეთესი იყოს, პირიქით, ბევრად ჩამოუვარდება.
ugulava
14:49 10-12-2012
0
შეიძლება მართლა ფასის ასაწევად უნდოდეს მაგრამ ისეა თუ ასე ნაკრებს მაინც გამოადგება :D ... მარა ბებერი არ არის ? პრინციპში ჩვენ ბებრებს კი ჯობია ათი თავით
ramnishvnelobaaqvs
09:50 07-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული