მისი თქმით, სხვადასხვა ფედერაციის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე ეროვნული ნაკრების პოტენციურ სპარინგ-პარტნიორებს არჩევდნენ.
"ყაზახებმა ზამთარში თურქეთში ამხანაგური მატჩი შემოგვთავაზეს. ჩვენთვის ეს საკმაოდ მისაღები და მოსახერხებელი ვარიანტია და ალბათ, ამ წინადადებას დავთანხმდებით", - განაცხადა სიჭინავამ.
ახალგაზრდული ნაკრების ამხანაგური მატჩების განრიგი კი მომავალი წლის დასაწყისში დადგინდება, როდესაც კენჭისყრაზე ევრო 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი მეტოქეები გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"