ზურაბ ხიზანიშვილი: კარგი იქნებოდა, ქეცბაიას საქმეში ყველა ენახა...

AutoSharing Option
4 თებერვალს, საღამოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთის დედაქალაქში შეიკრიბა და პირველი ვარჯიშიც გამართა.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდის 2013 წლის პირველი ოფიციალური, ამხანაგური მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე ტირანაში, "ქემალ სტაფას" სტადიონზე დაიწყება.

საღამოს ვარჯიშის შემდეგ სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მცირე კომენტარი გააკეთა "ჯვაროსნების" ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა - ზურაბ ხიზანიშვილმა.

"ალბანეთის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია, როგორც ამხანაგურ, ისე - ოფიციალურ შეხვედრებში. შემიძლია ვთქვა, რომ მათ ადრე უფრო გამორჩეული და ცნობილი ფეხბურთელები ჰყავდათ.

მართალია, ჩვენ მათ ბოლო თამაში თბილისში მოვუგეთ,
მაგრამ ეს მატჩი რადიკალურად განსხვავებული იქნება.

ცუდია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, რადგან კარგი იქნებოდა, ყველა ვყოფილიყავით და ამ თამაშშიც ყველას მიეღო მონაწილეობა.

მოგეხსენებათ, მარტში რა სერიოზული გასვლითი მატჩი გველის საფრანგეთთან და მთავარი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, საქმეში ყველა ენახა..."
- განაცხადა ნაკრების მცველმა.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ამისულაშვილიც გამოაკლდა
საქართველო-ალბანეთი 2:1 - გამარჯვებული საქართველოა, გმირი კი არბიტრი [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხიზან დაგვანებე რა თავი, წადი და ადგილი ახალგაზრდებს დაუთმე.
zaza
16:19 05-02-2013
0
კარგი იქნება თუ შენ ნაკრებში აღარ გამოგიძახებენ და სულელურ გოლებს აღარ გავუშვებთ!
0

სიახლეები პოპულარული