სფფ: ალბანეთი-საქართველოს მატჩის პირდაპირ რეპორტაჟზე მუშაობა მიმდინარეობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 2013 წლის პირველი ოფიციალური, ამხანაგური მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე ტირანაში, "ქემალ სტაფას" სტადიონზე დაიწყება.

ვინაიდან ჯერ კიდევ გაურკვეველია ალბანეთიდან მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის საკითხი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კავშირშია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობასთან, რომელიც, თავის მხრივ, მოლაპარაკებებს აწარმოებს თავის პარტნიორ კომპანიებთან.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, საკითხი დღის განმავლობაში გაირკვევა და ყველა სიახლეს სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდისა და ჩვენი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდის მეშვეობით შეიტყობთ.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:
ზურაბ ხიზანიშვილი: კარგი იქნებოდა, ქეცბაიას საქმეში ყველა ენახა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული