ვინაიდან ჯერ კიდევ გაურკვეველია ალბანეთიდან მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის საკითხი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კავშირშია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობასთან, რომელიც, თავის მხრივ, მოლაპარაკებებს აწარმოებს თავის პარტნიორ კომპანიებთან.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, საკითხი დღის განმავლობაში გაირკვევა და ყველა სიახლეს სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდისა და ჩვენი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდის მეშვეობით შეიტყობთ.
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
ზურაბ ხიზანიშვილი: კარგი იქნებოდა, ქეცბაიას საქმეში ყველა ენახა...