ალბანელთა თავკაცი ჯანი დე ბიაზი: ქართველებს მაღალ ტემპში შეუძლიათ თამაში

AutoSharing Option
ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანი დე ბიაზიმ საქართველოს ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდი ალბანეთში ამხანაგურ შეხვედრას 6 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე გამართავს.

"ალბანეთის ნაკრებისთვის ქართველებთან მატჩი ძალიან მნიშვნე
ლოვანია, რადგან ეს წლის პირველი შეხვედრაა.

გარდა ამისა, ქართველებთან თამაშში ბევრ ცნობილ და ახალგაზრდა ფეხბურთელს ექნება შანსი, რომ თავი გამოიჩინოს და საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს, რათა შემდეგ ნორვეგიის ნაკრებთან შეხვედრისთვის შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს, რომელიც 22 მარტს ჩატარდება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მეტოქეს ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელები
ჰყავს, რომლებსაც მაღალ ტემპში შეუძლიათ თამაში",
- თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

დე ბიაზი საკუთარი გუნდის ფეხბურთელების, მავრაისა და დალკუ მეჰას გამოჯანმრთელების ვადებით არის შეშფოთებული, რომლებმაც შესაძლოა საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ვერ ითამაშონ.

მომზადებულია fshf.org-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრები ტირანაში შეიკრიბა და მზადება დაიწყო
ჯანი დე ბიაზი (ირონიით): მსაჯობა? კომენტარი ზედმეტია!
საქართველო-ალბანეთი 2:1 - გამარჯვებული საქართველოა, გმირი კი არბიტრი [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული