თემურ ქეცბაიას მიწვევა ყენიამ, დაუშვილმა, ამისულაშვილმა და რევიშვილმაც მიიღეს

AutoSharing Option
საფრანგეთთან 22 მარტს გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას მიერ გამოძახებულთა სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა რამდენიმე ქართველი ლეგიონერის კლუბმა ფეხბურთელის ნაკრებში მიწვევის შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა.

უკრაინულ საიტებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებში არიან გამოძახებულნი ლვოვის "კარპატის" ლეგიონერები: ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი.

საქართველოს ნაკრებიდან მიწვევა მიიღო რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე "კრასნოდარის" მეკარე ნუკრი რევიშვილმა, ისევე, როგორც ამ კლუბიდან "კრილია სოვეტოვში" გადასულმა მცველმა ალეკო ამისულაშვილმა.

მანამდე ცნობილი გახდა ეროვნულ გუნდში გამოძახებულ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე
ფეხბურთელთა ვინაობა. ქეცბაიამ ნაკრებში "დილადან" ირაკლი მაისურაძეს, დავით კვირკველიასა და გულვერდ თომაშვილს უხმო, ქუთაისის "ტორპედოდან" კი - ელგუჯა გრიგალაშვილს.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ნაკრებში გორის "დილას" სამი ფეხბურთელი გამოიძახა
თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ელგუჯა გრიგალაშვილი გამოიძახა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული