საქართველოს ნაკრების ვარჯიში წვიმიან პარიზში [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე პარიზშია და საფრანგეთთან პარასკევს გასამართი საკვალიფიკაციო შეხვედრისთვის ემზადება.

თემურ ქეცბაიამ, რომელიც საფრანგეთში პირდაპირ კვიპროსიდან ჩავიდა, გუნდი პარიზში მდებარე სტადიონ "სტად შარლეტზე" ავარჯიშა.

რა თქმა უნდა, საორგანიზაციო მხარეზე საუბარიც კი ზედმეტია - მასპინძლებმა ქართველებს მაღალ დონეზე სავარჯიშოდ ყველა პირობა შეუქმნეს.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში, ერთის გარდა, ყველა გამოძახებული ფეხბურთელია - აკაკი ხუბუტია სავიზო პრობლემების მოსაგვარებლად რუსეთიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნულ გუნდს, სავარაუდოდ, 20 მარტს შეუერთდება.

საბედნიეროდ, ქეცბაიას მიერ გამოძახებული ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია და მიკროტრავმაც კი არავის
აწუხებს. იმედია, პარასკევამდე ეს მდგომარეობა არ შეიცვლება. თუმცა ჩვენი გუნდი "სამფეროვანთა" წინააღმდეგ ოპტიმალური შემადგენლობით მაინც ვერ ითამაშებს - დისკვალიფიკაციის გამო პარასკევის მატჩს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი დააკლდებიან.

21 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა პარიზში ფრანგ კოლეგებს შეხვდება და მოახლოებული მატჩის გარდა, ორ ფედერაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაზეც იმსჯელებს.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური საფრანგეთის დედაქალაქიდან გვატყობინებს, ჩვენი გუნდის ბანაკში ოპტიმისტური განწყობაა და სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს აქვთ იმის იმედი, რომ ფავორიტ მასპინძლებს გამარჯვების საშუალებას არ მისცემენ.

საფრანგეთის ნაკრები ქეცბაიას გუნდს ქვეყნის მთავარ საფეხბურთო არენა "სტად დე ფრანსზე" უმასპინძლებს. 22 მარტს ეს მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 59 წუთზე დაიწყება და მას ხორვატ მსაჯთა ბრიგადა განსჯის - არბიტრი ივან ბებეკი იქნება, რომელსაც ტომისლავ პეტროვიჩი და მირო გრგიჩი დაეხმარებიან, ხოლო სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს დომაგოი ვუჩკოვი შეასრულებს.


VideoSportall.Ge
საქართველოს ნაკრების ვარჯიში წვიმიან პარიზში


პარიზში საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობით ჩავიდა:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი მაკარიძე (ლე მანი, საფრანგეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (მორდოვია, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაქი, აზერბაიჯანი), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), დავით კვირკველია (დილა, გორი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი);

ნახევარმცველები: ალექსანდრე კობახიძე (არსენალი, უკრაინა), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ირაკლი ძარია (დინამო, თბილისი), ელგუჯა გრიგალაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი მაისურაძე (დილა, გორი)
მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე - კარპატი, უკრაინა), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია);

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (ლეგია, პოლონეთი), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია).

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 3 2 1 0 6-1 7
2. საფრანგეთი 3 2 1 0 5-2 7
3. საქართველო 4 1 1 2 2-4 4
4. ბელორუსი 4 1 0 3 3-8 3
5. ფინეთი 2 0 1 1 1-2 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
francetvsport.fr: საქართველო - ფრთხილად, საშიშია!
დიდიე დეშამი: ჩვენ ჯერ საქართველოს ნაკრებს უნდა მოვუგოთ!
ირაკლი ძარია: ყველაფერს ვიზამთ, რომ საფრანგეთში საქართველო არ შევარცხვინოთ
მათე ვაწაძე: საფრანგეთთან მატჩს ბევრი ფეხბურთელი განსაკუთრებულად ელოდება
მკითხველის კომენტარები / 2 /
წავაგებტ მინიმუმ 5-0
eqsperti
19:34 20-03-2013
0
საქართველოსთვის!!!
საქართველოსთვის!!!
11:30 20-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული