Le Parisien: რატომ უნდა ითამაშონ საქართველოსთან აუცილებლად პოგბამ და ვარანმა

AutoSharing Option
"ლე პარიზიენმა" სტატია მიუძღვნა საფრანგეთი-საქართველოს მომავალ დაპირისპირებას.

"რატომ უნდა ითამაშონ საქართველოსთან აუცილებლად პოლ პოგბამ და რაფაელ ვარანმა"

ახალგაზრდა ფეხბურთელები, პოლ პოგბა და რაფაელ ვარანი, რომლებიც შესაბამისად, "იუვენტუსში" და "რეალში" ბრწყინავენ, პარასკევს, საქართველოსთან მატჩში მთავარ როლებში შეიძლება აღმოჩნდნენ.

დიდიე დეშამმა ეს კარგად უწყის. ამიტომაც მიიწვია ისინი გუნდში, იმ ფეხბურთელთა გარემოცვაში, რომლებიც მათზე 10 წლით უფროსები არიან.

თავად დეშამს საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი 1989 წელს ჰქონდა იუგოსლავიასთან. მაშინ დიდიე 20 წლის და 6 თვის იყო. პარასკევს, საქართველოსთან მატჩისას პოგბა 20 წლის და 8
დღის იქნება, ვარანი 19 წლის და 11 თვის. "იუვენტუსის" ნახევარმცველი და "რეალის" მცველი ფრანგული ფეხბურთის მომავალია.

თუმცა "იუვენტუსის" მწვრთნელი ანტონიო კონტე შორს მიდის: "პოგბა მომავლის კი არა, უკვე დღევანდელობის ვარსკვლავია".

"ლანსის" ყოფილ პრეზიდენტ ჟერვაის მარტელსაც არ ეპარება ეჭვი ვარანში: "რეალი" უფრო მძიმეწონოსანია, ვიდრე საფრანგეთის ნაკრები და ის 19 წლის ასაკში უკვე დიდებულია. 25 წელი ვიყავი კლუბის პრეზიდენტი და მე ასეთი ტალანტი და შესანიშნავი ფეხბურთელი, უბრალოდ, არ მინახავს".

საფრანგეთის ორი უდიდესი იმედი
მათი გამოძახება დროული იყო, საქართველოსთან თამაში მართლაც იდეალური ვარიანტია საამისოდ. ვარანის დაყენება გუნდთან, რომელიც პასებით თამაშობს, რომელიც ნაკლებად შეძლებს შეტევას, უკვე პლუსია. შუახაზში პოგბას ტექნიკურობა საფრანგეთის ნაკრებს ძალიან გამოადგება მოწინააღმდეგის დაცვითი ბლოკის გასარღვევად.

ტალანტს ასაკი არა აქვს და ეს დებიუტიდან 24 წლის გასვლის შემდეგაც დეშამს კარგად ახსოვს".

ასევე იხილეთ:
L' Equipe.fr: ჯერ საქართველოა დასამარცხებელი
ფრანგებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეცდომებზე იცინეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული