საფრანგეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება "სტად დე ფრანსის" სტადიონზე 22 მარტს, თბილისის დროით 24.00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.
დღევანდელ შემადგენლობაში ეროვნული გუნდის მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომელსაც საფრანგეთის წინააღმდეგ უთამაშია. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფრანგების წინააღმდეგ ორივე მატჩში ნაკრების ამჟამად ყველაზე გამოცდილმა წევრებმა - ზურაბ ხიზანიშვილმა და დავით კვირკველიამ ითამაშეს. ორივე ფეხბურთელს ფრანგთა წინააღმდეგ მესამე შეხვედრის ჩატარების შანსი 22 მარტს ექნება.
"ასეთ გუნდთან თამაში ყველა ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაციაა. შესაძლოა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა კარიერა ისე დაასრულოს, რომ ასეთ გუნდთან თამაში არ მოუწიოს.
გუნდში განწყობა საუკეთესოა და ვემზადებით კარგი მატჩის ჩასატარებლად", - აცხადებს ხიზანიშვილი.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ქართული და ფრანგული მედიის შეკითხვებს პარიზში "სტად დე ფრანსის" სტადიონზე 21 მარტს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე უპასუხებს. 20 საათიდან კი საფრანგეთის მთავარ საფეხბურთო არენაზე ქართველი ფეხბურთელები პირველ ვარჯიშს გამართავენ.
ამავე დღეს მედიასთან ერთსაათიან შეხვედრას გეგმავს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი.
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
C`EST LA FRANCE - აკაკი ხუბუტიაც გუნდთანაა, ყველა კარგადაა
საქართველოს ნაკრების ვარჯიში წვიმიან პარიზში [VIDEO]
ირაკლი ძარია: ყველაფერს ვიზამთ, რომ საფრანგეთში საქართველო არ შევარცხვინოთ
მათე ვაწაძე: საფრანგეთთან მატჩს ბევრი ფეხბურთელი განსაკუთრებულად ელოდება