ლევან ყენია: ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენც მზად ვართ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები პარიზში სეზონის წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის უკვე სამი დღეა, ემზადება.

საფრანგეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება "სტად დე ფრანსის" სტადიონზე 22 მარტს, თბილისის დროით 24.00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

უკრაინის ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშე - ლევან ყენია მომავალი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

"ყველამ კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშია; უკვე რამდენიმე დღეა ვემზადებით და ვაპირებთ, რომ კარგი შეხვედრა ჩავატაროთ.

ყველანაირად
ვეცდებით, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგი მივიღოთ.

ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენც მზად ვართ, რომ კარგ
შედეგს მივაღწიოთ",
- აცხადებს 22 წლის ლევან ყენია.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ქართული და ფრანგული მედიის შეკითხვებს პარიზში, "სტად დე ფრანსის" სტადიონზე 21 მარტს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე უპასუხებს. 20 საათიდან კი საფრანგეთის მთავარ საფეხბურთო არენაზე ქართველი ფეხბურთელები პირველ ვარჯიშს გამართავენ.

21 მარტს მედიასთან ერთსაათიან შეხვედრას გეგმავს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:
C`EST LA FRANCE - აკაკი ხუბუტიაც გუნდთანაა, ყველა კარგადაა
საქართველოს ნაკრების ვარჯიში წვიმიან პარიზში [VIDEO]
ზურაბ ხიზანიშვილი: ასეთ გუნდთან თამაში ყველასთვის დამატებითი მოტივაციაა
ირაკლი ძარია: ყველაფერს ვიზამთ, რომ საფრანგეთში საქართველო არ შევარცხვინოთ
მათე ვაწაძე: საფრანგეთთან მატჩს ბევრი ფეხბურთელი განსაკუთრებულად ელოდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული