გიორგი მაკარიძე ფრანგებს აფრთხილებს: ჩვენ არა ვართ სან მარინო!

AutoSharing Option
საფრანგეთი-საქართველოს მატჩის წინ ფრანგულ გამოცემა "20 წუთს" საქართველოს ნაკრების გოლკიპერი გიორგი მაკარიძე ესაუბრა.

...პარასკევს დიდიე დეშამს და მის გუნდს იოლი გამარჯვების კარგი შანსი აქვთ, თუმცა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მაკარიძე სულაც არ მიიჩნევს, რომ მისი გუნდი "სტად დე ფრანსზე" ტურისტად მიდის.

"ჩვენ ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავს. ისინი საფრანგეთში კარგად ცნობილები იმიტომ არ არიან, რომ ძირითადად უკრაინასა და რუსეთში თამაშობენ.

მაგრამ ამ ორი ქვეყნის ჩემპიონატიც მაღალი დონისაა. იქ უკვე ფრანგებიც მიდიან სათამაშოდ, მაგალითად, იან მვილა.

ჩვენ კარგი ფეხბურთის თამაში
შეგვიძლია. სან მარინოს დონის გუნდად არავინ ჩაგვთვალოს"
.

ამასთან ერთად, "ლე მანის" გოლკიპერი რეალობას არ გაურბის:

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა რთული მატჩი გველის. აქ ჩამოვედით, რათა ჩვენი ფეხბურთის თამაში ვცადოთ და ჩვენი ძალა დავამტკიცოთ.

ფრე ჩვენთვის კარგი შედეგი იქნება, ხოლო გამარჯვება - დიდებული.

ქვეჯგუფში მესამე ადგილის დაკავებას ვგეგმავთ. როცა მეტოქეებად ესპანეთი და საფრანგეთი გყავს, ძნელია, დაგეგმო სხვა რამ"
.

ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენც მზად ვართ
ზურაბ ხიზანიშვილი: საფრანგეთთან თამაში ყველასთვის დამატებითი მოტივაციაა
ირაკლი ძარია: ყველაფერს ვიზამთ, რომ საფრანგეთში საქართველო არ შევარცხვინოთ
მათე ვაწაძე: საფრანგეთთან მატჩს ბევრი ფეხბურთელი განსაკუთრებულად ელოდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული