"მსურს, ჩემმა გუნდმა დიდი შემართებით იბრძოლოს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ხვალ ძალიან დაცვით ფეხბურთს ითამაშებს. ეს შეხვედრა მთლად საქართველო-ესპანეთის მატჩს ალბათ არ დაემსგავსება. დიახ, ბურთი ალბათ ჩვენ გვექნება და საქართველოს ნაკრები ძირითადად კარის დასაცავად იზრუნებს. ჩვენ უნდა შევუტიოთ რაც შეიძლება დიდი ძალებით. მთავარი მიზანი არის და იქნება სამი ქულის მოპოვება",- განაცხადა დიდიე დეშამმა.
-
- მათ კარგად იციან, რომ ახლა პრიორიტეტი საქართველოსთან თამაშია. რა თქმა უნდა, მათაც ჩემსავით უწევთ ესპანეთის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ ბიჭებმა კარგად იციან, რომ ახლა მხოლოდ საქართველოსთან თამაშზე უნდა იფიქრონ და მსოფლიოს ჩემპიონებს დროებით იგნორირება გაუკეთონ.
- ახალგაზრდა ფეხბურთელებს, პოლ პოგბას და რაფაელ ვარანს თუ მიეცემათ თამაშის შანსი?
- ამას მხოლოდ თამაშის დროს გაიგებთ. ორივეს კარგი შანსი აქვს თამაშის. ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველო დაცვაში "ჩაჯდება" და ისე მოვარგოთ შეხვედრას ტაქტიკა.
- შეტევაში ორი სუფთა ფორვარდით ითამაშებთ?
- ერთ რამეს ვიტყვი - ესპანეთთან და საქართველოსთან სხვადასხვა ტაქტიკური განლაგებით და სხვადასხვა შემადგენლობით ვითამაშებთ. საქართველოსთან ბურთი ხშირად გვექნება. რა თქმა უნდა, უკეთესია, ორი ფორვარდით შევუტიოთ.
- შეიძლება, რომ დუეტი ოლივიე ჟირუს და ქარიმ ბენზემასგან დაკომპლექტდეს?
- ორივე სხვადასხვა ტიპის ფორვარდია, რამაც შეიძლება კარგად იმუშაოს წყვილში. დიახ, ამ ორს ერთად თამაშის არცთუ ურიგო შანსი აქვს.
- საქართველოს დამარცხება ნაკრებს რამდენად დაეხმარება მუნდიალის საგზურის მოპოვებაში?
- ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ათი ქულა გვექნება და სულ მცირე, მეორე ადგილის კარგი განაცხადიც გაკეთებული. მოკლედ, გამარჯვება ხვალ ძალიან წაგვადგება მიზნის მიღწევაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა და ტაქტიკური მონახაზი