საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჯერ დიდი ანგარიშით არ წაუგია და ეს სერია "სტად დე ფრანსზეც” გაგრძელდა - თავად განსაჯეთ, შეგვიძლია თუ არა ვუწოდოთ ამ ფაქტს 22 მარტის საღამოს ერთადერთი პოზიტიური შედეგი.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენა - ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის გრანდს "მეორე ნომრად" ეთამაშა და მას თითქმის ტაიმი გაუძლო, მეტოქის დაწინაურების შემდეგ შეტევაში მცირე ფხაც გამოიჩინა და მას შემდეგ, რაც თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, პრესტიჟის გოლის გატანაც შეძლო.

VideoSportall.Ge
22.03.13. საფრანგეთი - საქართველო 3:1


სხვა საქმეა, რომ
ჩვენმა უშუალო კონკურენტმა ფინეთმა ესპანეთში ფრეს მიაღწია - ესპანელთა პრობლემებზე ახლა ვერაფერს გეტყვით, საფრანგეთმა კი ძალების დაზოგვით გვაჯობა და ოდნავადაც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელსაც ჩვენი კალიბრის მოწინააღმდეგესთან ფეხის დაცდენა დაემუქრებოდა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]

საფრანგეთი-საქართველოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

Sportall.Geსაფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა გუნდის ორივე ახალწვეული, რაფაელ ვარანი და პოლ პოგბა სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა. აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლებმა ორი გამოკვეთილი ცენტრფორვარდით ითამაშეს.

ქეცბაიას მიერ შერჩეულ თერთმეტეულში კი სიურპრიზები ნაკლებად იყო. არც ის გახლდათ გასაკვირი, რომ დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავას არყოფნაში (ამავე მიზეზით შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილიც ტოვებდა) საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ამისულაშვილმა უკაპიტნა.

"სამფეროვნებს" სწრაფი გოლის გატანა შეეძლოთ - მატჩის მე-6 წუთზე ფრანკ რიბერიმ მოჭრილი დარტყმა ხარიხას გაარტა. ამას ფრანგთა შორის ყველაზე ნაკლებად სასარგებლო ფეხბურთელის, ქარიმ ბენზემას მიერ გაცუდებული ორი მომენტი მოჰყვა - მას ორივეჯერ გიორგი ლორიამ აჯობა.

თუკი დებიუტში ბურთი მთლიანად სტუმართა ნახევარზე მოძრაობდა, პირველი ტაიმის შუაწელში ქართველებმაც შეუტიეს და პირველი ხიფათიც შექმნეს - ალექსანდრე კობახიძის ჩაწოდებულს თავი ამისულაშვილმა შეაგება, მაგრამ ბურთი პირდაპირ უგო ლორისისკენ წავიდა.

30-ე წუთზე ოლივიე ჟირუ აღმოჩნდა ლორიასთან პირისპირ და ბურთის მეკარისთვის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ მიზანს დიდი მანძილით ააცილა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის დასკვნითი ნაწილი აღმავლობით ჩაატარა და ანგარიშის გახსნაც შეეძლო - 41-ე წუთზე კობახიძის შორეულ დარტყმაზე ლორისმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს მათე ვაწაძის არაზუსტი თავური მოჰყვა.

მასპინძლები კი სწორედ ამ ეპიზოდების შემდეგ დაწინაურდნენ. პირველი ტაიმისთვის დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როცა მატიო ვალბუენას მიერ ჩაწოდებულ ჯარიმას ოლივიე ჟირუ გამოეხმაურა, მეორე სართულზე ბრძოლა ამისულაშვილს მოუგო და უნაკლო თავურით ფრანგები დააწინაურა.

Sportall.Ge

მეორე ტაიმის დასაწყისში სიტუაცია ჩვენთვის ბოლომდე უიმედო გახდა. ამჯერად ჟირუმ და ვალბუენამ როლები გაცვალეს და პირველის პასით მეორემ მოჭრილი დარტყმით ლორიას შორეულ კუთხეში ეფექტურად გაუტანა.

გასაკვირი არ არის, რომ ქართველებმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს, ვერც ქეცბაიას მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა გაამართლა, უფრო პირიქით.

Sportall.Ge

55-ე წუთზე ბენზემამ კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა - მას გატანა კვლავ ლორიამ არ დაანება.

თუკი პირველ ტაიმში მასპინძელთა შორის ყველაზე მეტად ვალბუენა გამოირჩეოდა, მეორე ნახევარში ფრანკ რიბერიმ გვიჩვენა თავისი მაღალი კლასი და 61-ე წუთზე გოლი-შედევრიც შემოგვთავაზა. მან ჯერ ზურაბ ხიზანიშვილი ჩამოიცილა, შემდეგ კი ლორიას დააშვებინა უხეში შეცდომა და საქართველოს ნაკრების მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ ფრანგებმა ტემპი დააგდეს და ბურთის მშვიდად გორებას მიჰყვეს ხელი. როგორც კი მასპინძელთა მარწუხებისგან გათავისუფლება იგრძნეს, ქართველებმა თამამად შეუტიეს და პრესტიჟის გოლიც გაიტანეს. უჩა ლობჟანიძის ფლანგურ ჩაწოდებას რიკოშეტი მოჰყვა და ბურთი კობახიძეს მიუვიდა, რომელმაც დროულად და ზუსტად დაარტყა - 3:1.

მასპინძლებს ანგარიშის გასაზრდელად თავი აღარ გამოუდიათ და ეს არც არის გასაკვირი - სამშაბათს ხომ ჯგუფში პირველობისთვის ფრანგებს პარიზში ესპანელებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ელით.

Sportall.Ge

ჩვენი მიზნები კვლავ მოკრძალებულია, საქართველოს ნაკრებზე კი ახალი ვერაფერი შევიტყვეთ, რეალობა უცვლელია - გვყავს საშუალოზე დაბალი დონის გუნდი, რომელმაც იცის ბრძოლა და აღარ მარცხდება დიდი ანგარიშით, მაგრამ არ აქვს საიმისო კლასი და კონტინგენტი, რომ უახლოეს მომავალში მაღალ მიზნებს შეეჭიდოს.

სჯობს, ვიყოთ რეალისტები, უსაფუძვლო ამბიციები გვერდზე გადავდოთ და ამ სურათს თვალი გავუსწოროთ.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ფინეთი 1:1: შოკი სახელად პუკი
მუნდიალი 2014. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა: კრიშტიანო რონალდოს გარეშე?
მკითხველის კომენტარები / 18 /
გუნდს არა აქვს კლასი. ჩვენ მაღალი დონის მოთამაშეები არ გვყავს ეს ფაქტია. რამდენიც არ უნდა ვლანძღოთ ქეცბაია, არაფერი არ გამოვა. რადგანაც ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები. მწვრთნელის შეცვლა არაფერს არ გვაძლევს.
GIA
25 მარტი 2013 13:05
0
არავინ იცის რა ანგარიშით დამთავრდებოდა,პირველ გოლზე რომ ტყვილი ჯარიმა არ დაენიშნა მსაჯს.
Tamaz
24 მარტი 2013 21:35
0
ვახოს ვეთანხმები. ერთი მიზეზი მაინც მითხრას აქ ვინმემ ან იმ ძაან მაგარმა ჭურნალისტმა ქეცბას რო ეკამათა. რატომ უნდა მოვუგოთ საფრანგეთს?
ქინქლაძე
23 მარტი 2013 22:21
0
გაიტანეთ ქეცბაია! გაააიიიტანეთ ქეცბაია!

Dato
23 მარტი 2013 18:54
0
ბებიათქვენისა რა საფრანგეთთან მოგება და თანაბარი თამაში მომინდომეთ. მწვრთნელის ხელში რაც იყო გააკეთა კაცმა და ფეხბურთელებმაც ბოლომდე ითამაშეს რა. ეხლა რეალის და ბაიერნის ვარსკვლავებს ტოლსწორად ვერ ეთამაშება რა თბილისის დინამოს და ილიჩოვეცის ფეხბურთელი რა და რისი გაკეთებაც შეილებოდა გაკეთდა
vaxo
23 მარტი 2013 18:04
0
მოდი ჩვენი ნაკრების წარუმატებლობას ფედერაციის პრეზიდენტს ნუ დავაბრალებთ,რა შუაშია ცირკის დირექტორი,მტავარია ის იყოს კარგი მენეჯერი.პრეზიდენტად გვყავდნენ ამ სფეროშ წარმატებული ხალხი, მაგრამ მაშინაც შედეგი არ იყო,მეორეც გაიგეთმრომ ევროპაში მხოლოდ ხუთ ქვეყანაშია განვითარებული ფეხბურთი დანარჩენები წარმოადგენენ საფეხბურთო კოლონიებს,სანამ ასე იქნება ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით,ჩვენაირი ქვეყნებისთვის ეს დიდი პრობლემაა.მესამეც ვერ გამიგია,რატო ათამაშებენ ხიზანას,ის ხომ ყოველ შეხვედრებში უშვებს გამოუსწორებელ შეცდომებს,ასევე არ მესმის რა უნდა ნაკრებში ანანიძეს,Dვალიშვილს,ყენიას ესენი ხომ პრესპექტულებად დარჩნენ უკვე,ამათგან არ იქნება ხეირი.ასევე მეორე საკითხია,ჩვენები როგორ აჩერებდნენ ბურთს ან როგორ პასებს იძლეოდნენ და სხვა,ეს გასაკვირვია.
roma
23 მარტი 2013 16:41
0
ეს ბიჭები ნელ-ნელა მოუმატებენ!
საქართველოსთვის!!!
23 მარტი 2013 15:28
0
ამ ბიჭებით კარგი გუნდის გაკეთება შეიძლება და მომავალში შედეგებიც იქნება.
ზურა
23 მარტი 2013 14:35
0
გუშინ თამაშობდა ნახევარი გუნდი, ნახევარს კი ეძინა.
არ მომეწონა: ხიზანიშვილი, ანანიძე, ყენია, დვალიშვილი.
მომეწონა: ლორია, კობახიძე, თარგამაძე, ლობჟანიძე.
დანარჩენებს ნეიტრალური შეფასება.
სანამ სწრაფ და ძლიერ პასებს არ ისწავლიან, მანამდე შედეგი იქნება 0.
zura
23 მარტი 2013 14:12
0
მორიგი არასწორი დასკვნა კიდევ ერთ სტატიაში!

ჯერ ესერთიც პირველი ტაიმი მართლა კარგად ვითამაშეთ სამი საგოლე მომენტი შევქმენით და საქართველოს ნაკრებისთვის არ არის ცოტა, სხვა საქმეა
რო ფრანგებსაც ქონდათ მომენტები მაგრამ კლასით მაღლა მდგომია ჩვენზე და ეს ისედაც ნათელი იყო რო ასე იქნებოდა. მთავარი ისაა, რომ ტაიმის ბოლოს ჩვენ მოვახერხეთ და ბურთის კონტროლი შევძელით, უფრო მეტიც, ინიციატივაც მოვიპოვეთ ტაიმის ბოლომდე. მივიღეთ დასანანი გოლი ტამის ბოლოს რასაც არ ვიმსახურებდით და ამან იქოდნია დიდი გავლენა ფსიქოლოგიური და მატჩის მინდინარეობის თვალსაზრისით დიდი გავლენა. მეორე ტაიმში მოვახერხეთ და ბურთი გავაგორეთ მოედნის ცენტრში მარა დასანანი მარცხი არ აგვცდა.

არაუშავს, უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გვყავს ნუ გავიწყდებათ და კიდევ მოუმატებენ თამაშს და ამ გამოუცდელობის ფონზე კარგია რო გამოამჟღავნეს ბევრი კარგი თვისება ამ ძლიერ მეტოქესთან და გვარიანად ანერვიულეს კიდეც ფრანგები.

დადებითი მხარე ვერ დაინახეთ ამ შეხვედრაში? თუ მარტო ცუდს ხედავთ?

"სჯობს, ვიყოთ რეალისტები, უსაფუძვლო ამბიციები გვერდზე გადავდოთ" - ამას ამბობ? მაშინ სჯობს იყო რეალისტი და უსაფუძლო ამბიციები გვერდზე გაგადო, არ იცი სტატიის წერა!

mate
23 მარტი 2013 13:35
0

სიახლეები პოპულარული