მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი შეგვიძლია აღვნიშნოთ და უპირველესად, გურამ კაშია უნდა ვახსენოთ, რომლის "ვიტესიც" ჰოლანდიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
არნემელები ლიდერ "აიაქსს" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან, ერედივიზიეს დასრულებამდე კი ექვსი ტურია დარჩენილი.
გასული ტურის მატჩი "ვიტესმა" არცთუ იოლად მოიგო, მაგრამ მთავარია, რომ დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება შეძლო.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ქართული დერბი" უნდა შემდგარიყო, მაგრამ თუკი "ჰერტას" შემადგენლობაში ლევან კობიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ერთი ბოხუმელი ქართველი, ალექსანდრე იაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო მეორე, ნიკოლოზ გელაშვილი
რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერთა უმრავლესობა საქმეში ვერ ვნახეთ. გამონაკლისია აკაკი ხუბუტია, რომლის "მორდოვიამაც" ამ გამარჯვებით პრემიერლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა.
უკრაინის პრემიერლიგაში "კარპატი" ძალიან ეცადა ლიდერ "შახტარის" შეჩერებას, მაგრამ მაინც მინიმალურად დამარცხდა. მურთაზ დაუშვილმა დონეცკელებთან ბრძოლაში წითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის მიმდინარე სეზონში უკვე მესამე გაძევებაა.
"ლელოს" შაბათის ნომერში უკვე გამცნეთ, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა გიორგი მაკარიძემ. იმედია, ახალგაზრდა ქართველი მეკარე შეძლებს გუნდში იმ პოზიციების დაბრუნებას, რომელზეც ტრავმამდე იმყოფებოდა.
შოთა არველაძის "ქაშიმფაშა" თურქეთის სუპერლიგაში მესამე ადგილამდე აღზევდა, რასაც "ბურსასფორთან" საშინაო 2:0-ით მიაღწია.
ლადო დვალიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ "პოლონიას" ღირსებას იცავდა, ყოფილ კლუბს "ლეგიას" მაისურით დაუპირისპირდა და გამარჯვებაც იზეიმა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ტურისა და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართა, სადაც ბაქოს "ინტერმა" თანაქალაქელ "ნეფთჩის" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ამით "ნეფთჩიმ" კახა ცხადაძის გუნდთან უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"