როგორც კალაძემ აღნიშნა, კობიაშვილის წასვლა დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის და მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაცია უნდა გამოფხიზლდეს.
კალაძის თქმით, სამწუხაროა, როცა ასეთი ფეხბურთელის ამბავს გულშემატკივარი სოციალური ქსელის მეშვეობით იგებს:
"ლევანის სახით კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ეყოლება საქართველოს ნაკრებს. ის იყო წარმატებული, ღირსეული პიროვნება და უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ასეთი წარმატებული ფეხბურთელების ნაკრებიდან წასვლის ამბავს "ფეისბუქის" საშუალებით იგებს გულშემატკივარი.
ვფიქრობ, ფედერაციაში უნდა
ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ და ემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ნაკრებს და არაერთი სიხარული მოუტანიათ ქართველი გულშემატკივრებისთვის, ასე არ უნდა ტოვებდნენ საქართველოს ნაკრებს".
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
ასევე იხილეთ:
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს