თემურ ქეცბაიამ ნაკრების შეკრებაზე 28 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ "ჯვაროსნებს" შეკრებაზე უხმო.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბებიან და ირლანდიაში გამგზავრებამდე აქ მოემზადებიან.

ამ ჯერზე ნაკრებში 28 ფეხბურთელია გამოძახებული:

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), ომარ მიგინეიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), დავით კვირკველია, გულვერდ თომაშვილი (ორივე - "დილა", გორი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ფოფხაძე ("ბაქი", აზერბაიჯანი), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), სოლომონ
კვირკველია ("რუბინი", რუსეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე - "კარპატი", უკრაინა), ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე - "დნიპრო", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე (ორივე - "ილიჩევეცი", უკრაინა), მერაბ გიგაური, ელგუჯა გრიგალაშვილი (ორივე - "ტორპედო", ქუთაისი), ირაკლი მაისურაძე ("დილა", გორი), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი), დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია), თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი")

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი ("ბოხუმი", გერმანია), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია)

ამჟამად ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე მთავარი მწვრთნელის მეთვალყურეობით ვარჯიშობენ ომარ მიგინეიშვილი, როინ კვასხვაძე, გიორგი ფოფხაძე, თორნიკე გორგიაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, დავით კვირკველია, ირაკლი მაისურაძე, გულვერდ თომაშვილი და გურამ კაშია.

22 მაისს ნაკრებს შეუერთდება ნიკოლოზ გელაშვილი. 23 მაისს შეკრებაზე შევლენ "დინამოელები" - გიორგი ლორია და ირაკლი ძარია. დანარჩენები კი გუნდთან ერთად 27 მაისიდან იქნებიან.

"ჯვაროსნები" ირლანდიაში 29 მაისს, ჩარტერული რეისით გაფრინდებიან და თემურ ქეცბაია თან მხოლოდ 24 ფეხბურთელს იახლებს.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 2 ივნისს დუბლინში, სტადიონ AVIVA-ზე გაიმართება.

ამის შემდეგ ნაკრები დანიაში გაემგზავრება და 5 ივნისს ქალაქ ოლბორგის სტადიონ "ნორდისკ არენაზე" მეორე ამხანაგურ შეხვედრას დანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

ელგუჯა გრიგალაშვილი: ძმებს ნაკრებში ერთად თამაში არ გვეღირსა
მერაბ გიგაური: ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემხელა ბიჭისთვის ბევრს ნიშნავს
საქართველოს უკუსვლა ფიფას სანაკრებო რეიტინგში გრძელდება
თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!
მკითხველის კომენტარები / 15 /
დვალიშვილს მაინც რას ერჩის პოლონეთში ლამის ყოველ ტურში გააქვს გოლები. იძახიან ნაკრებში რატო ვე გააქვსო. პასი თუ არ მიეცი თავდამსხმელს საიდან უნდა გაიტანოს. დვალი და დვალიშვილის დუეტი ნაღდად მირჩევნია ამ ორ გამოძახებულ თავდამსხმელს
0
ერთი აგვიხსნას ქეცბაიამ ბოლოს როდის გაიტანეს საერთოდ გოლები ან მჩედლიძემ და ანდა გელაშვილმა, თუ უბრალოდ მატჩის ჩატარების ფორმალობა იქნება ეს და მეტი არაპერი თუ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია რომ ქართველებმა გოლი უნდა გაუტანონ მეტოქეს მე ვერ ვიგებ აქ არანაირი ლოგიკა არ არსებობს, დაუძახოს დვალს რა იქნება?
mari
17:54 23-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული