საქართველოს ნაკრების თვითმფრინავმა აეროპორტში არაგეგმური დაშვება განახორციელა

AutoSharing Option
ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიაში მიჰყავდა, თბილისის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე ხანში უკან დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშვების მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან 11:19 წუთზე შესრულდა, ხოლო საათნახევრის შემდეგ "აირზენას" კუთვნილი "ბოინგი" ისევ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

"ბოინგს" საქართველოს ეროვნული გუნდი ირლანდიაში გადაჰყავდა, სადაც ქართველი ფეხბურთელები 2 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საფეხბურთო ნაკრები ირლანდიაში უკვე გაემგზავრა.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!
მკითხველის კომენტარები / 7 /
იცით რას გეტყვით ყველას ვინც აქ გამოდის დიდი სიტყვით.აირზენას დიდი პრობლემები აქვს.ყველა უცხოური ფირმა დაფრინავს და დადძწრწის ჩვენს ქვეყანაში ისე როგორც უნდა და ერთადერთი ქართული ავიახაზებია და იმას ყველანაირად ზღუდავენ და დიიდ ფინანსური პრობლემები აქვს ამ კომპანიას.ჩვენი სახელმწიფო იმის მაგივრად რომ ჩვენს ქართულ წარმოებას დაუდგეს მხარში ყველანაირად ცდილობს რომ ის განადგურდეს და იმიტომაც აქვს პრობლემები თვითმფრინავებს.კომპანია ლამის გაკოტრდა და ჩვენ კი ვიცინივართ და ვადანაშაულებთ მას იმის მაგივრად რომ ხმა ამოვიგოთ და ქართულ წარმოებას დავუჭიროთ მხარი.ასე თუ გაგრძელდა კომპანია აღარ იარსებებს და ბევრი ასდამიანი უმუშევარი დარჩება, ხოლო ბევრ გამოცდილ მფრინავს მოუწევს აფრიკასა და სირიაში და ასეთ ქვეყნებში წასვლა სადაც მანდ ნამდვილად ხიფათი ელის.ამიტომ იქნებ ცოტა დაფიქრდეთ სანამ რამეს დაწერთ.და ამ საიტსაც სეუძლია დაწეროს იმაზე თუ როგორ ზღუდავენ აირზენას ეს მონოპოლისტები და არა გააკრიტიკონ ის.
lela
11:55 30-05-2013
0
თუ გაუმართავი ჰქონდათ რას მიფრინავდნენ, ან რატომ არ სჯიან გაუმართაობისთვის??
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული