ირლანდია-საქართველო 4:0 - თემურის და მისი რაზმის დუბლინური რბევა

AutoSharing Option
დუბლინში საქართველოს ნაკრებმა, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, სასტიკი მარცხი განიცადა ამხანაგურ მატჩში ირლანდიის ეროვნულ გუნდთან.

და ეს იმის მიუხედავად, რომ ჯოვანი ტრაპატონიმ ინგლისთან ნათამაშები ფეხბურთელები დაასვენა და სასტარტოში მხოლოდ ორი ასეთი გაამწესა: მაკარტი და ლონგი.

21-ე წუთიდან საქართველოს ნაკრები 10 კაცით თამაშობდა, რადგან ბოლო იმედის ჯარიმისთვის რუმინელმა არბიტრმა გიორგი ლორია გააძევა. ანგარიში 42-ე წუთზე კიოუს გოლით გაიხსნა.

მეორე ტაიმში კი ჯერ კოქსმა გაზარდა ორამდე ანგარიში, შემდეგ კი დუბლი შეასრულა შეცვლაზე შესულმა რობი კინმა, რომელიც 125-ედ თამაშობდა ეროვნულ გუნდში - 4:0.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ქეცბაია უნდა გადადგეს. ამ შესარჩევიდან რომ ვერ გავალთ ეს ყველამ იცის. დრო იხარჯება ტყუილად,ამ კაცმა ვერც სელექციას მიხედა, არც სტრატეგია აქვს არც ტაქტიკა ამ ბებრებით ხომ ტვინი გაბურღა, თამაშებს ახალგაზრდებიც წააგებენ თანაც უმწრთვნელოდ.
kaxa
08:57 04-06-2013
0
ვეთანხმები ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას,მარტო მწვრთნელი რო ვერაფერს გახდება ფეხბურთელების გარეშე,თუმცა არც ასეთი გაფხორილი უნდა იყოს მწვრთნელი რო ჟურნალისტებს აქეთ შეუტიოს.ქეცბაია ერთში ცდება არა გყავს ფეხბურთელები ადექი და თქვი პირდაპირ რო ამათგან არაფერი გამოვა და მე წავედიო,მაგრამ როგორ შეიძლება ამის თქმა საქართველოში,სხვათაშორის ამაზე ილაპარაკა მე მგონი ტოპმიოლერმა თუ არ ვცდები და მაშინ ის კინაღამ ჩაქოლეს.ერთადერთი პროფესიონალი კი უცხოელი ჩისკო თანახმაა საქართველოს სახელით ითამაშოს და ჩვენებს სასაცილოდ არ ყოფნით.ვიცინოთ ბატონო და თუ რამე გვეშველა ძალიან კარგი.მანამდე კი დაველოდებით ახალ სეზონს ევროპაში,ჩემპიონთა ლიგას და ვუყუროთ ბარსელონას,რეალს,მანჩესტერს,ბაიერნს..............................
giorgi
22:24 03-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული