ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
განსაკუთრებული შედეგებით საქართველოს ნაკრები ვერასდროს დაიკვეხნიდა და გამონაკლისი არც თემურ ქეცბაიას გაწვრთნილები ყოფილან, მაგრამ თუკი აქამდე ჩვენი ეროვნული გუნდი, როგორც წესი, მეტოქეს მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობას უწევდა და ბრძოლაში მარცხდებოდა, ახლა საქმე უკვე სხვაგვარად იყო - ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე ირლანდიელებმა ქართველები ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, მშვიდად და აუღელვებლად გაანადგურეს.

რასაკვირველია, ძნელია, კაცნაკლულ გუნდს მოსთხოვო, მეტოქეს სათანადოდ გაუმკლავდეს, მაგრამ ამდენი კოლექტიური თუ ინდივიდუალური შეცდომა მაინც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენს დღევანდელ ნაკრებს რაიმე სერიოზულის მიღწევის პოტენციალი, უბრალოდ, არ გააჩნია.

აბა, სხვა რა უნდა თქვა გუნდზე, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მეტოქის კარის ჩარჩოში ერთხელ ვერ დაარტყამს?!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვათა შორის, არც წითელი ბარათი ყოფილა კონტექსტიდან ამოვარდნილი - გიორგი ლორიას გაძევება ხომ აურაცხელი უხეში შეცდომიდან ერთ-ერთს მოჰყვა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ძალიან ძნელია, გადმოსცე ის უპერსპექტივობის განცდა, რაც საქართველოს ნაკრების თამაშის ხილვისას გეუფლება და არც იმას აქვს დიდი აზრი, ამ უსიამოვნო საღამოს პერიპეტიები დაწვრილებით გაახსენო ქართველ გულშემატკივრებს, რომლებმაც მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საკუთარი თვალით იხილეს, თუმცა შეხვედრის უმთავრესი ეპიზოდები მაინც აღვიდგინოთ.

Sportall.Geქეცბაიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზევე თქვა, რომ საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემა არ შეიცვლებოდა. სანაკრებო სიაში ერთადერთი ფორვარდი, ნიკოლოზ გელაშვილია და სასტარტო შემადგენლობაშიც ის მოხვდა; ქართული დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგები, შესაბამისად, უჩა ლობჟანიძემ და დავით კვირკველიამ გაამაგრეს, ცენტრში კი ზურაბ ხიზანიშვილისა და აკაკი ხუბუტიას დუეტი მოქმედებდა; საყრდენებად მურთაზ დაუშვილი და ჯაბა კანკავა ვიხილეთ, შემტევ ნახევარმცველად - ჯანო ანანიძე, მარცხენა შემტევად ალექსანდრე კობახიძე, ხოლო გურამ კაშიამ ამჯერად კიდევ ერთ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარჯვენა ნახევარმცველად დაიწყო თამაში.

განსაკუთრებით თვალშისაცემი ჩვენს დაცვაში არსებული ქაოსია. არადა, ცოტა ხნის წინ ეს რგოლი საქართველოს ნაკრებში ყველაზე საიმედო იყო. მე-14 წუთზე შეინ ლონგმა ხუბუტიასა და ხიზანიშვილის შეუთანხმებელი ქმედებით ისარგებლა და სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა ანგარიშის გახსნა გიორგი ლორიამ არ დაანება.

სამწუხაროდ, ამ ეპიზოდში ლორიამ გუნდი პირველად და უკანასკნელად გადაარჩინა. მე-20 წუთზე ლობჟანიძის შეცდომით მეკარესთან პირისპირ ლონგი აღმოჩნდა და ლორიას ისღა დარჩენოდა, საჯარიმოს მისადგომებთან ირლანდიელი თავდამსხმელი აკრძალული ხერხით შეეჩერებინა. მსგავსი ეპიზოდები წითელი ბარათით ფასდება და ამჯერადაც ასე მოხდა.

ასე მიეცა სანაკრებო დებიუტის საშუალება ომარ მიგინეიშვილს, რომელსაც მოედანზე ადგილი ანანიძემ დაუთმო და ამით საქართველოს ნაკრების ისედაც მწირი შემტევი პოტენციალი, ფაქტობრივად, ნულამდე დაეცა. ფაქტია, რომ მიგინეიშვილს საქართველოს ნაკრების კარში გასულ გოლებში ბრალი სხვებზე ნაკლებად მიუძღვის.

ირლანდიელები პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ. ჯარიმას უმეთვალყურეოდ დატოვებული რიჩარდ კიო გამოეხმაურა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 1:0. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა კიდევ გაგვიტანეს და საქმეც მოგვიმთავრეს. საიმონ კოქსმა ფლანგური ჩაწოდების შემდეგ თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

დარჩენილ დროში ქართველებს ისღა დარჩენოდათ, როგორმე უფრო დიდი ანგარიშით არწაგება მოეხერხებინათ, მაგრამ შეცვლაზე შესულმა რობი კინმა არც ამის შანსი დაგვიტოვა. აშშ-ში მოასპარეზე სახელოვანმა ვეტერანმა თავდამსხმელმა ირლანდიის ნაკრებში 2 ივნისს 125-ე მატჩი ჩაატარა და "სამყურების" მაისურით რიგით 55-ე და 56-ე გოლები გაიტანა.

ასე უსახურად და გულსატკენად ჩაიარა საქართველოს ნაკრების მორიგმა სპარინგმა. კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, რომ დიდი საფეხბურთო ფორუმების ფინალურ ეტაპზე მოხვედრაზე ფიქრი დღეისთვის სრული უტოპიაა.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართველი ჭაბუკები, რომლებიც უკვე სტაბილურად გადიან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, წლების შემდეგ ეროვნულ ნაკრებსაც წინ წასწევენ; ამჟამინდელი რეალობა კი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და დიპლომატიის, "თუ"-სა და "მაგრამ"-ის გარეშე რომ ვთქვათ, ასეთია - 2 ივნისს დუბლინის "ავივაზე" ვიხილეთ გუნდი, რომელსაც მომავალი არ გააჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირლანდია-საქართველო 4:0 - თემურის და მისი რაზმის დუბლინური რბევა
მკითხველის კომენტარები / 45 /
ხიზანა რომ მოედანზეა უკვე ერტ ბურტს ვაგებტ ტავიდანვე
Zura
03 ივნისი 2013 14:02
0
წადი შვილო სახლში
ქართული ფეხბურთი
03 ივნისი 2013 13:35
0
მოაშორეთ ქეცბაია. ის ჯერ კიდე ნაცების გადმონაშთია.
GIA
03 ივნისი 2013 13:31
0
"ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იბრძოლეს თუ შეიძლება ასე ითქვას თავიანთი ჯიგარი ჩადეს და წავაგეთ სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა 10 კაცით დავრჩით 21 წუთზე კაცი გაგვიგდეს რამაც იქონია გავლენა თუ შეიძლება ასეითქვას თამაშის შედეგზე . მე მინდა მოედანზე მყავდეს გუნდი და არა იქ ერთი კაცი რომელიც დაიწყებს თავის გამოჩენას"
OPT
03 ივნისი 2013 13:23
0
სრული 000000000000000000000000000000!!!!
ialakin
03 ივნისი 2013 12:47
0
ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ ამ ნაკრებში!!! უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის რომ ის ვთქვა რაც მსურს!!!! სრული 00000000000000000000000000000000000000
ialakin
03 ივნისი 2013 12:45
0
როგორ დავიჯერო რომ, ხიზანიშვილი თომაშვილს ჯობია?
ilo
03 ივნისი 2013 12:03
0
ყველაფერს თავი დავანებოთ, ქეცბაია ხო *** მაგრამ,, ქეცბაიაზე *** ზოგ-ზოგი ფეხბურთელები არიან, დავაკვირდეთ რეებს აკეთებენ :@:@:@
ilo
03 ივნისი 2013 12:01
0
მე მგონი ქეცბაიას გაუჩალიჩეს. ლელოც ხომ არ არის შეკრული? რატო წინა წერილი არ დაბეჭდეს?
ramo
03 ივნისი 2013 11:59
0
მოვითხოვოთ ქეცბაიას გაშვება !!! მწვრთნელის გარდა ყველაფერია,საერთოდ არ შესტკივა გული ქართულ ფეხბურთზე, თან უნამუსო ხო ხედავ *** ხარ , დაახვიე რა ,სხვას მიეცი შანსი რომ ლაფიდან ამოიყვანოს ნაკრები , მაგრამ ფულის ხამია!!!
Dato
03 ივნისი 2013 11:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული