დანია-საქართველო 2:1: ლორიას უხეში შეცდომით

AutoSharing Option
5 ივნისს დანიის ქალაქ ოლბორგში თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი განიცადა: ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში 0:4 განადგურების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ამჯერად მხოლოდ 1:2 დათმო მორტენ ოლსენის გუნდთან. ის კი არა, ირაკლი ძარიას გოლის წყალობით, სტუმრები 77-ე წუთამდე იგებდნენ კიდევაც.

ანგარიში 52-ე წუთზე გაიხსნა, როცა ირაკლი სირბილაძემ თავით ბურთი სანდრო კობახიძეს დაუგდო, მან კი საჯარიმოში ძარია მოძებნა. ნაკრებს შესანიშნავი კომბინაცია გამოუვიდა.

ყველაფერი კარგად იყო 77-ე წუთამდე, როცა ზურაბ ხიზანიშვილმა გიორგი ლორიას დაუგორა ბურთი, მან კი დანიელ პედერსენს ჩააბარა -
1:1. როგორც ხდება ხშირად ხოლმე, ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებმა ამჯერადაც გაუშვა - კრისტიან ერიქსენმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო, თუმცა ლორიას კარამდე საკმაოდ შორი იყო - 2:1.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სამაგიეროთ ქეცბაია,მწვრთნელებს შორის ჩემპიონია ფურთხებაში.სირცხვილია ვინმემ მისცეს შენიშვნა.
Unknown
12:50 06-06-2013
0
რიტი ვერ გაიზარდა ასეტ სჰეცდომებს 15 წლის ბავსჰვები აგარ უსჰვებენ სირცხვილია
soso
11:10 06-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული