ჩვენი ეროვნული გუნდის საბოლოო შედეგი დიდად არის დამოკიდებული ამ ორი ნაკრების ურთიერთშეხვედრებზე.
შეხვედრა ფინელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, მათივე გამარჯვებით დასრულდა.
მასპინძლებმა კასპერ ჰამალაინენის გოლით მოიგეს და ჯგუფში ბოლოდან მესამე ადგილზე აინაცვლეს.
11 ივნისს ეს გუნდები ერთმანეთს უკვე მინსკში შეხვდებიან და ამ მატჩის შედეგი განსაზღვრავს, საქართველოს ნაკრები საშემოდგომო შეხვედრებს ბოლოსწინა ადგილზე შეხვდება, თუ ბოლოზე.
ბელარუსთა გამარჯვების შემთხვევაში
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საკვანძო იქნება 10 სექტემბერს გასამართი საქართველო-ფინეთიც.
შეგახსენებთ, ფინელთა აქტივში ესპანეთში მიღწეული ფრეა.
7.06. ჰელსინკი. ოლიმპიური სტადიონი
ფინეთი-ბელარუსი 1:0
გოლი: 1:0 ჰამალაინენი (57)
ფინეთი: მაენპაა, არკივუო (53. ჰურმე), პასანენი, ჰალსტი, რაიტალა, ტაინიო (68. სპარვი), რინგი, ჰეტემაი, პუკი (77. ფორსელი), ერიომენკო, ჰამალაინენი
მწვრთნელი: მ. პაატელაინენი
ბელარუსი: ვერემკო, ფილიპენკო, ბორდაჩოვი, შიტოვი (78. კალაჩოვი), მარტინოვიჩი, ა. გლები, პუტსილა, ბალანოვიჩი (17. ნეხაიჩიკი), კისლიაკი, დრაგუნი (66. პავლოვი), როდიონოვი
მწვრთნელი: გ. კონდრატიევი
გაფრთხილება: ჰალსტი, პასანენი – ნეხაიჩიკი
გაძევება: ნეხაიჩიკი (90)
არბიტრი: ე. ჰაკმონი
I ჯგუფი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 3 2 0 8-2 11
2. საფრანგეთი 5 3 1 1 8-4 10
3. ფინეთი 4 1 2 1 3-3 5
4. საქართველო 5 1 1 3 3-7 4
5. ბელარუსი 5 1 0 4 3-9 3
11 ივნისი
ბელარუსი-ფინეთი
6 სექტემბერი
საქართველო-საფრანგეთი
ფინეთი-ესპანეთი
10 სექტემბერი
ბელარუსი-საფრანგეთი
საქართველო-ფინეთი
11 ოქტომბერი
ესპანეთი-ბელარუსი
15 ოქტომბერი
ესპანეთი-საქართველო
საფრანგეთი-ფინეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"