უკვე ვწერდით, რომ ლუქსემბურგის ნაკრებმა შემოგვთავაზა თებერვალში გაჯიბრება. თუმცა ჯუჯა ქვეყნის ნაკრების ეს ვარიანტი, საფეხბუთო გრანდმა არგენტინამ დაჩრდილა. ჩვენს ფედერაციაში მოსული წერილის თანახმად, არგენტინელებმა ამხანაგური მატჩი შემოგვთავაზეს, მაგრამ ძალზე მაღალი ჰონორარის საფასურად. ჩვენი ინფორმაციით, არგენტინულმა მხარემ 1.2 მილიონი ევრო მოითხოვა და თანხმობის შემთხვევაში თბილისში, მაღალი დონის სასტუმროში 45 ლუქს ნომერს დაჯავშნის.
თანხა საკმაოდ მაღალია, სანაცვლოდ კი არგენტინის ნაკრები სრული
ბუნებრივია, არგენტინასა და ლუქსემბურგს შორის არჩევანზე დასაფიქრებელი არაფერია, მაგრამ თანხა ძალზე სოლიდურია, მით უმეტეს ჩვენი დონის ქვეყნისთვის.
"დიდი თანხა რომ არ ჯდებოდეს არც დავფიქრდებოდით. არგენტინის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გამართვაზე მოლაპარაკება გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. თუ შეთანხმება არ შედგება, მაშინ, ამ ეტაპისთვის ლუქსემბურგის ნაკრების გარდა, სხვა სპარინგ პარტნიორი არ გვყავს", - გვითხრა ფეხბურთის ფდერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ.
დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, არგენტინის ნაკრების დიეგო მარადონას მერე სერხიო ბატისტა წვრთნის. არგენტინა ფიფას ოქტომბრის თვის რეიტინგში მე-5 ადგილზეა. ბატისტას გუნდი ბოლოს 8 ოქტომბერს იაპონიასთან ამხანაგურ მატჩში სტუმრად 0:1 დამარცხდა. 17 ნოემბერს არგენტინელები ბრაზილიის ნაკრებს უმასპინძლებენ.
დავით ცაბაძე