არგენტინა თბილისში 1.2 მილიონად გვეწვევა

AutoSharing Option
დიახ, მართლაც რეალურად განიხილება ეს საკითხი და თუ მხარეები შეთანხმდნენ, 9 თებერვალს საქართველოსა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები თბილისში ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

უკვე ვწერდით, რომ ლუქსემბურგის ნაკრებმა შემოგვთავაზა თებერვალში გაჯიბრება. თუმცა ჯუჯა ქვეყნის ნაკრების ეს ვარიანტი, საფეხბუთო გრანდმა არგენტინამ დაჩრდილა. ჩვენს ფედერაციაში მოსული წერილის თანახმად, არგენტინელებმა ამხანაგური მატჩი შემოგვთავაზეს, მაგრამ ძალზე მაღალი ჰონორარის საფასურად. ჩვენი ინფორმაციით, არგენტინულმა მხარემ 1.2 მილიონი ევრო მოითხოვა და თანხმობის შემთხვევაში თბილისში, მაღალი დონის სასტუმროში 45 ლუქს ნომერს დაჯავშნის.

თანხა საკმაოდ მაღალია, სანაცვლოდ კი არგენტინის ნაკრები სრული
საბრძოლო შემადგენლობით გვეწვევა - ლეო მესის, ხავიერ ძანეტის, დიეგო მილიტოს, კარლოს ტევესის, ხავიერ აგუეროსა და სხვა რჩეულების თანხლებით.

ბუნებრივია, არგენტინასა და ლუქსემბურგს შორის არჩევანზე დასაფიქრებელი არაფერია, მაგრამ თანხა ძალზე სოლიდურია, მით უმეტეს ჩვენი დონის ქვეყნისთვის.
"დიდი თანხა რომ არ ჯდებოდეს არც დავფიქრდებოდით. არგენტინის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გამართვაზე მოლაპარაკება გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. თუ შეთანხმება არ შედგება, მაშინ, ამ ეტაპისთვის ლუქსემბურგის ნაკრების გარდა, სხვა სპარინგ პარტნიორი არ გვყავს", - გვითხრა ფეხბურთის ფდერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, არგენტინის ნაკრების დიეგო მარადონას მერე სერხიო ბატისტა წვრთნის. არგენტინა ფიფას ოქტომბრის თვის რეიტინგში მე-5 ადგილზეა. ბატისტას გუნდი ბოლოს 8 ოქტომბერს იაპონიასთან ამხანაგურ მატჩში სტუმრად 0:1 დამარცხდა. 17 ნოემბერს არგენტინელები ბრაზილიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

დავით ცაბაძე
მკითხველის კომენტარები / 9 /
1,2 მილიონის მაგათთვის მიცემას, 2 სტადიონის საფარი გამოვცვალოთ მაგ ფულად და აღარ ვითამაშებთ ,,ყანაში"...
dinamoeli
20:25 11-11-2010
0
სტადიონი გააკეტონ ეგ ჯობია მაგას
zaza
20:44 11-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული