თემურ ქეცბაიამ, სხვათა გარდა, ამ მატჩისთვის რუსული "მორდოვიას" მცველი აკაკი ხუბუტიაც გამოიძახა, თუმცა ხუბუტია ყაზახეთში ვერ ჩავა.
სარანსკული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ხუბუტიას კომენტარია, რომელშიც ქართველი მცველი ამბობს, რომ ნაკრების მწვრთნელისა და ფეხბურთის ფედერაციის მადლობელია, რაკი გაგებით მოეკიდნენ მის მდგომარეობას.
მისივე თქმით, რუსეთის დატოვების და ყაზახეთში გამგზავრების შემთხვევაში, რუსეთის ვიზის ხელახლა ასაღებად საქართველოში უნდა ჩამოსულიყო, ხოლო მთელი ეს პროცედურა სექტემბრამდე გაიწელებოდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბში რამდენიმე მატჩის
"მალე ახალ ვიზას ავიღებ და ასეთი პრობლემები აღარ მექნება", - ამბობს ხუბუტია "მორდოვიას" ვებგვერდთან კომენტარში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების განაცხადი ყაზახეთთან მატჩისთვის ცნობილია