შეხვედრის პირველ ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას თემურ ქეცბაიას შეგირდები ფლობდნენ, ერთადერთი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს.
მე-17 წუთზე ნუკრი რევიშვილის კარი სერგეი ხიჟნიჩენკომ შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით დალაშქრა.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო