სანდრო კობახიძე: შეგვეძლო მოგება, მაგრამ ბურთი კარში არ შედიოდა

AutoSharing Option
14 აგვისტოს, ყაზახეთთან სტუმრად გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ სანდრო კობახიძეს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მცირე კომენტარი ჩამოართვეს.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას შეგირდები "ასტანა არენაზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

- დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა. მე მგონია, რომ ინიციატივას ჩვენ ვფლობდით და შეგვეძლო მოგება, მაგრამ ბურთი კარში არ შედიოდა.

თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ მასპინძლებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი.

გადამწყვეტი ამ შეხვედრაში ჩვენს კარში გასული გოლი გახდა. იმაზე ფიქრმა, რომ ვაგებდით, წნეხის ქვეშ მოგვაქცია - ალბათ, ესეც გვიშლიდა ხელს, რომ
მშვიდად გვეთამაშა და თუნდაც ერთი გოლი შეგვეგდო.

- შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თქვენც და თქვენი თანაგუნდელებიც ძალიან ნერვიულობდით... მატჩის მსაჯზე აპელირებდით...
- ამხანაგურ შეხვედრაში მსაჯობის განხილვა არ მსურს. დიახ, იყო გარკვეული არაობიექტური გადაწყვეტილებები. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იყო ჩვენთვის, თუმცა ამ წარუმატებლობის მსაჯისთვის გადაბრალებას არ ვაპირებთ. შეგვეძლო, გაგვეტანა და მოგვეგო. დამნაშავენი თავად ვართ.

- თქვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ თამაშს ფინელებთან ოფიციალური შეხვედრის წინ საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებელი მატჩი უწოდა...
- დიახ, ფინელები ჩვენი პრინციპული მეტოქეები არიან, ჯგუფში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მაგრამ სანამ მათ შევხვდებით, არცთუ იოლი თამაში საფრანგეთთან გვაქვს, სადაც ასევე არ გვსურს ფარ-ხმლის დაყრა.

დღეს კი წავაგეთ, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ - მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge


მომზადებულია Vesti.kz-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ასეთ კარგ თამაშში წაგება საწყენი არაა
ყაზახეთი-საქართველო 1:0 - თავისუფალი ვარდნა გრძელდება! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორც ვიცი ქარი არ ქროდა თამაშის დროს და ბურთი ვის უნდა შეეტანა ბურთი კარებშიიიიიი??????
ჩოხააა
16:43 15-08-2013
0
შეიძლება ფეხბურთელს ტექნიკა არ ქონდეს, ზუსტ პასს ვერ აკეთებდეს მარა სირბილი ეზარებოდეს ეგეთი რამე ჯერ არ გამიგია
jondi
14:00 15-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული