"ნაკრებში დაძაბულობაა? სადაც კი მითამაშია, კონფლიქტი ყველგან ყოფილა..."

AutoSharing Option
ინტერნეტგამოცემა "ჩემპიონატმა" ალექსანდრე ამისულაშვილი რუსეთის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ (სულ - მეოთხედ) დაასახელა. ამავე გამოცემამ განვლილი ტურებიც შეაჯამა და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებისა და "კრილია სოვეტოვის" 31 წლის მცველი ამ ამპლუის მოთამაშეებს შორის IV-VI ადგილებს იყოფს.

განვლილ ტურებში ამისულაშვილის საშუალო შეფასება 6,21 ქულაა.

იმედია, რუსული პრემიერლიგის ძლიერ ფორვარდთა ჭიდილში მიღებულ გამოცდილებას ამისულაშვილი ნაკრებისთვისაც ნაყოფიერად გამოიყენებს.

"ლელოსთან" ინტერვიუში მან საინტერესო თემებზე ილაპარაკა:

- ნახევარი წელიწადია, რაც "კრილია სოვეტოვში" ჩაირიცხეთ. ახალი კლუბით კმაყოფილი ხართ?
- ცუდი გუნდი ნამდვილად არ არის. ჯერჯერობით
ყველაფერი ნორმალურად მიდის.

- თუმცა რუსეთის ჩემპიონატის შვიდ ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგეთ. "კრილია" დამაჯერებლად ვერ თამაშობს...
- მიზეზი ის არის, რომ სეზონის დაწყებამდე გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა - წავიდნენ მწვრთნელი და 3 მოთამაშე, მათ შორის, გია გრიგალავა; ერთიც ტრავმირებული გვყავს და ცხადია, ეს უკვალოდ ვერ ჩაივლიდა. ამის მიუხედავად, "ყუბანთან", რომელიც ძალიან კარგი გუნდია და ევროპალიგის ჯგუფშიც მოხვდა, მოსაგები თამაში ფრედ ვითამაშეთ.

მერე რა მოხდება, არავინ იცის, მაგრამ მგონია, რომ გუნდი შეთამაშდება და უკეთესი შედეგები გვექნება...

ისე, გრიგალავა პირადად მეც ძალიან დამაკლდა. მასთან ერთად დაცვის ცენტრში მათამაშებდნენ და ერთმანეთს კარგადაც ვუგებდით. თუმცა, მეორე მხრივ, მიხარია, რომ ძლიერ გუნდში გადავიდა.

- ახლა მთავარი თემა ეროვნული ნაკრების მომავალი მატჩებია. სამწუხაროდ, ჯერ გუნდი ვერ დალაგდა, ყაზახებთან მარცხიც ძალიან ძნელი ასახსნელი იყო...
- ეს გასაგებია, მაგრამ საშინაო შეხვედრებს სულ სხვა დატვირთვა აქვს. სტადიონი რომ ივსება, ეს დიდი სტიმულია. მით უფრო, რომ საფრანგეთსა და ფინეთთან სასურველი შედეგების შემთხვევაში, შესაძლებელია, ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდეთ. ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება.

ორივე გუნდთან მძიმე ბრძოლა გველის. წინასწარ არავის არაფერს ვპირდებით, გარდა იმისა, რომ თავს არ დავზოგავთ.

რაც შეეხება ყაზახეთთან წაგებას, რა თქმა უნდა, ეს არც ფეხბურთელებს გვესიამოვნა. მეტოქეს პატივს ვცემ, მაგრამ იმ თამაშში მარცხს არ ვიმსახურებდით.

- საქართველოს ნაკრებმა თითქმის ყველა ციკლში თითო დასამახსოვრებელი მატჩი მაინც ჩაატარა. ხომ არ მოვიდა დრო?..
- გუნდში თავმოყვარე ბიჭები არიან. დამიჯერეთ, ყველას უნდა, რომ ხალხი გავახაროთ.

- ნაკრებში როგორი ატმოსფეროა?
- ჩვეულებრივი, როგორი უნდა იყოს?!

- გავრცელებული აზრია, თითქოს გუნდში დაძაბული ატმოსფეროა...
- დაძაბულობა ოჯახებშიცაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდად არის. უკვე მე-12 გუნდი გამოვიცვალე და არ მახსოვს, სადმე კონფლიქტი არ მომხდარიყოს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნაკრებში პატარა უსიამოვნებაც კი სკანდალია, ასეთი კაცი ფეხბურთში ვერ ერკვევა.

ბოლო დროს ნაკრებში არანაირი სკანდალი და უსიამოვნება არ მომხდარა. ეს ყველაფერი გაზვიადებულია. საერთოდ, სხვაზე რაღაცის გადაბრალება არასწორია. ფეხბურთელებმაც საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება უნდა ვისწავლოთ. ყველაფერში დამნაშავე მწვრთნელი არ არის, ჩვენც რაღაც მოგვეთხოვება და თუ რამეს ვაფუჭებთ, თავადვე უნდა გამოვასწოროთ.

- ფეხბურთელები საკუთარ და თანაგუნდელთა პასუხისმგებლობაზე იშვიათად ლაპარაკობთ. ყაზახეთთან მარცხი ქართველი ქომაგებისთვის მძიმე დარტყმა იყო...
- ეს ყველასათვის მძიმე დარტყმა იყო. გასაგებია, რომ ჩვენი ფეხბურთის ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენს ნაკრებს ეს წაგება არ ეპატიება, მაგრამ ფეხბურთი წინ რომ მიდის, ყაზახური ფეხბურთი რომ ვითარდება და ჩვენ კი ერთ ადგილს ვტკეპნით, ამაზეც ხომ უნდა ვთქვათ?! მათი ერთ-ერთი კლუბი ევროპალიგის ჯგუფში მოხვდა, ჩვენ ეს ერთხელ, 2004 წელს შევძელით.

ყაზახეთი, ჯერ როგორც ქვეყანა, ისედაც ვითარდება და ცხადია, ფეხბურთიც პროგრესს განიცდის. საქართველოს პრობლემები კი ფეხბურთზეც აისახება. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ფეხბურთს დიდი ფული სჭირდება, ფული, რომელიც ჩვენთან არ არის.

აბა, გადახედეთ ყაზახეთის ნაკრებებსა და კლუბებს - რამხელა ფინანსები აქვთ და მერე აქაურს შეადარეთ. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან.

ყახაზეთთან მარცხი ისევ ჩვენს სატკივარს გვახსენებს და მხოლოდ ჩვენი ნაკრების პრობლემა არ არის. არც თავის მართლებას ვცდილობ, უბრალოდ, რეალობაა ასეთი. უნიჭიერეს ბავშვებს ვერ ვზრდით და მერე ამის გამო ცუდ შედეგს რომ ვიმკით, უკვე გვწყინს. მარტო ნაკრები ზოგად ვითარებას ვერ შეცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო VS საფრანგეთი - მოგებას არავინ ითხოვს, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფინანსები კი არა სიამაყე უნდა გქონდეს და თუ ფეხბურთელი გქვია, დოსტარებას და ქალებს თავი უნდა დაანებო და შენი საქმე საუკეთესოდ აკეთო. ცოტა სინდისი უნდა გქონდეს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ფულზე ილაპარაკოს. შენ მამაცხონებულო შენ მესისი ხელფას რას უყურებ? ვერ ხედავ შენი თანამემამულეების უმეტესობა რა გაჭირვებაში ცხოვრობს? თუ გული გულობს , ქადა ორივე ხელით იჭმევაო. არ ყოფილა საქართველო იმის ღირსი, რომ კარგი გუნდი ყავდეს და მორჩა!
მმმ
12:56 07-09-2013
0
me aset komentars davtovebdi.shen jurnalisti xar?tu provokatori?tu raginda bidzia saertod?yvelas mis saqmeshi gaumarjos erti mezgvauri batumeli kaci var da aravis saqmeshi arverevi magram gakvirdebit da magra uzrdelurad iqcevit.yenia ro araa nakrebshi tqveni bralia tqveni choriknebo.da vigacis ekvetebs tu asrulebt daarqvit imis saxeli am saits da agarshemoalt bliad gaatraket saqme nu revt isec areul sitacias vin gyavt qecbaiaze uketesi.tumca geyolebat albat...
არველოდი
09:27 07-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული