ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, გიორგი ლორიას კარს რეალური საფრთხე არ დამუქრებია.
პარალელურად მიმდინარე ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელშიც ფინეთი ესპანეთის ეროვნულ გუნდს მასპინძლობს, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-19 წუთზე გოლი ჟორდი ალბამ გაიტანა.