ვერც მსაჯმა გვიშველა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა გამარჯვების გოლი 74-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით გაიტანეს.

პენალტიდან გატანილი ერემენკოს გოლის შემდეგ ერთ წუთში მსაჯმა მოედნიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გააძევა...

მიუხედავად დიდი სურვილისა, კაცნაკლული გუნდით მასპინძლებმა დარჩენილ დროში ხეირიანი ვერაფერი შექმნეს.

აღსანიშნავი კი ისაა, რომ მსაჯმა სტუმართა სასარგებლოდ გოლი არ ჩათვალა - ბურთი, მას შემდეგ, რაც ხარიხას მოხვდა, აშკარად ნუკრი რევიშვილის კარის
ხაზს შიგნით დაეცა.

ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები, რომელსაც 5 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს, ბოლო მატჩს სტუმრად ესპანეთთან გამართავს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში, უკეთეს შემთხვევაში, მეოთხე ადგილს დასჯერდება.

ჩვენს ჯგუფში ბელორუსი საფრანგეთს მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მაგარი ბანძები ხართ ბიჭებო.შენ კი თემურა წადი სახლში ძამიკო
კიკუ
23:11 10-09-2013
0
ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები, რომელსაც 5 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს... და თუ ბელორუსიამ ფრანგებთან ასე გააგრძელა თამაში(მეათე წუთია და ტოლს არ უდებს,ფრანგებს)ჩვენ,ჩვენს დამსახურებულ ბოლო ადგილს ალბათ გავინაღდებთ.
giorgi
23:15 10-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული