თემურ ქეცბაია: არბიტრის შიში თავიდანვე მქონდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ფინეთის ეროვნულ გუნდთან (0:1) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"სამწუხაროა, რომ წავაგეთ. მოგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ არც წაგებას. საფრანგეთის მატჩის შემდეგ გუნდი ფიზიკურად ისე ვერ მოემზადა, რომ ფინეთთან კარგად ეთამაშა. ვეცდებით, ესპანეთის ნაკრებთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

არბიტრის შიში თავიდანვე მქონდა. პრობლემები მაქვს მასთან. კვიპროსში მუშაობის დროს არბიტრმა საჩემპიონო
მატჩი ჩაგვიშალა, მაგრამ იმ წელს ჩემპიონები მაინც გავხდით. იმასაც ვფიქრობდი, უეფასთვის მიგვემართა, რომ არბიტრი გამოეცვალათ. სახლში ისეთი
პენალტი დაგვიდო, სხვა არბიტრი არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას.

თავიდანვე მიზნად დავისახეთ მესამე ადგილი, თუმცა ეს არ იყო იმის გარანტია, რომ ამას მივაღწევდით. გუნდი ორი წლის განმავლობაში მომავალი შესარჩევი ეტაპისთვის უნდა მოგვემზადებინა.

ნაკრები როცა ჩავიბარეთ, იმ ციკლში მე-6 ადგილზე იყო, მერე ერთი ადგილით ავიწიე
თ. შეიძლება ეს ეტაპი მე-4 ადგილზე დავასრულოთ და იქნებ მომავალში მესამეზეც გავიდეთ.

ხიზანიშვილს რაც შეეხება, ის ავტობუსში არ იყო. ალბათ, ეწყინა, განაცხადში რომ ვერ მოხვდა",
- თქვა ქეცბაიამ.

ასევე იხილეთ:
მიქსუ პაატელაინენი: ვფიქრობ, არბიტრი პენალტის დანიშვნით სწორად მოიქცა
ვერც მსაჯმა გვიშველა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 23 /
ქეცბაია იმდენად თავხედია გულშემატკივარს ბოდიშს კი არ გვიხდის არამედ დაგვცინის რომ 5 გუნდიან ჯგუფში მეექვსე ადგილი რომ არ დავიკავეთ უნდა გვიხაროდეს თურმე.
mamuka
20:21 12-09-2013
0
სად წავა 80 000$ აკვს თვეში
Georgia
21:42 11-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული