ახალ რეიტინგში შეტანილია მატჩები საფრანგეთთან (0:0) და ფინეთთან (0:1). როგორც ხედავთ, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან ფრემ ვერც რეალურ სატურნირო მდგომარეობაში და ვერც რეიტინგში ვერაფერი შეგვმატა.
მოწინავე 100-ეულში მხოლოდ სამ ნაკრებს ვუსწრებთ: ეკვატორულ გვინეას (363 ქულა), ჩინეთს (362) და გვატემალას (335).
ბოლო თვის განმავლობაში 185 საერთაშორისო მატჩი გაიმართა. ბუნებრივია, ამან დიდი ცვლილებები გამოიწვია.
ტოპ-10-ეულში მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს არ შეუცვლია ადგილი - პირიქით, "ფურია როხამ"
დიდი წინსვლა აქვთ ბელგიისა (4 ადგილი) და ურუგვაის (5) ნაკრებებს, რომელთაც მე-6 და მე-7 ადგილები დაიკავეს. ათეულიდან კი პორტუგალია გავარდა.
საფრანგეთის ნაკრები 25-ე ადგილზეა, ფინეთი - 56-ეზე და ბელორუსი - მე-80 ადგილზე.
მომდევნო რეიტინგი 17 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგი. 2013. სექტემბერი. ტოპ-20
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 97-ე ადგილზე გადავიდა