საქართველოს ნაკრებს ევრო 2016-ზე მოხვედრის შანსი გაუზარდეს

AutoSharing Option
მართალია, ჯერ უეფას ოფიციალური საიტი არ ადასტურებს, თუმცა სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ უეფაში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, თუ როგორი ფორმატით გაიმართება ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ზე, რომელსაც საფრანგეთი მასპინძლობს, პირველად მიიღებს მონაწილეობას არა 16, არამედ 24 გუნდი. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გაიზარდა.

შესარჩევ ციკლში 54 ნაკრები (ემატება გიბრალტარი) 9 ჯგუფად დაიყოფა 6-6 გუნდით.

პირველ-მეორე ადგილზე გასული 9 ნაკრები ეგრევე მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

საუკეთესო მესამეადგილოსანი 9 ჯგუფიდან ეგრევე მოიპოვებს საგზურს.

დარჩენილი
4 საგზურისთვის 8 მესამეადგილოსანი პლეი ოფში იბრძოლებს.

სიახლეა ისიც, რომ შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს მასპინძელი ქვეყანა - საფრანგეთი!

ოღონდ - იმ ქვეჯგუფში, სადაც საფრანგეთის ნაკრები მოხვდება, მასთან თამაშები მხედველობაში არ მიიღება, რადგან "მამლები" უკონკურსოდ ითამაშებენ - მათ ფინალში თამაში ისედაც გარანტირებული აქვთ.

როგორც ხედავთ, თითოეულ ნაკრებს შესარჩევ ციკლში 10 მატჩის გამართვა მოუწევს, მათ შორის, საქართველოსაც.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩაატარებენ უეჭველი იმიტომ რომ ბევრი თამაში იქნება , და ბევრ მაყუთს მოტეხავენ.
giorgi
23:14 20-09-2013
0
მამლები არა მამონტები. სულ ეგაა თქვენი ცოდნა. როგორი კლოუნი ჟურნალისტებიც ხართ, ეგეთი ფეხბურთი გვაქვს და ნუ გიკვირთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული