ნაკრები და ფეხბურთელთა რესურსი - არის თუ არა ჰოლანდია-პორტუგალიაში დონე?

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე რამდენიმე საყურადღებო ამბავი მოხდა. ჩვენ სამ მათგანს გამოვარჩევთ...

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში "სეტუბალი" მასპინძლობდა "ჟილ ვისენტეს", სადაც ავთო ებრალიძე თამაშობს. 21 წლის ქართველმა შემტევმა თამაში კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

მატჩის 59-ე წუთზე (ამ დროს "ჟილ ვისენტე" 1:2-ს აგებდა) ებრალიძემ ბურთი საჯარიმოს ხაზთან მიიღო, ოთხ მცველს გასცდა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ დიეგო ვიანას საგოლე გადაცემით წონასწორობის აღდგენის საშუალება მისცა (2:2).

"ჟილ ვისენტემ" ქულა მოიპოვა. ვერ ვიტყვით, რომ ებრალიძე პორტუგალიაში უკვე ვარსკვლავია, მაგრამ 21 წლის ქართველის ამ დონეზე თამაში პატარა ამბავი არ
არის.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ებრალიძე "ჟილ ვისენტეში" აგვისტოს ბოლო დღეს გადავიდა და მას შემდეგ, სექტემბერში უკვე მე-3 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის, ბოლო ორი - ძირითადში.

ახლა მეორე - ჰოლანდიის ერედივიზიონში ვალერი ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მსაჯის მიერ დამატებულ დროში საგოლე გადაცემა გააკეთა.

ვაკომ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა "ჩელსიდან" განათხოვრებული ლუკას პიაზონი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა - 3:2 "ვიტესის" სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ეს მოხდა კვირას, 2 ოქტომბერს კი "ვიტესმა" გამოტოვებული საგარეო მატჩი 1:2 წააგო "დენ ჰააგთან". ყაზაიშვილი კვლავ ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს, გურამ კაშიამ კი სრულად ითამაშა.

ახლა მთავარზე: საყურადღებო იყო ეროვნული ნაკრების სია. ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის 11 მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატის გუნდებიდანაა, 4 - უკრაინიდან, 3 - რუსეთიდან, 2-2 - პოლონეთიდან და აზერბაიჯანიდან და ერთიც - ჰოლანდიიდან.

იმ დროს, როცა ნაკრებს უჭირს და ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები რუსეთის პირველ და აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგებში თამაშობენ, მათი მოწვევა ლოგიკურია. ქეცბაია მართალს ამბობს - ახლა საქართველოში მაღალი კლასის ფეხბურთელების კატასტროფული დეფიციტია.

სწორედ ეს გვიკვირს - ჰოლანდიისა და პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონების გუნდებში ქართველები ძირითად შემადგენლობაში რომ ხვდებიან, დავიჯეროთ, ისინი ეროვნული ნაკრებისთვის არ გამოდგებიან?

გასაგებია, ახლა აქცენტი ახალგაზრდული ნაკრების მომავალ თამაშებზეა გადატანილი. ამით იყო გამოწვეული, ჩივაძემ ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა ძალამიძე და გიორგი ილურიძე რომ გამოიძახა. ამ ორი გუნდის ხელმძღვანელს ადრეც უთქვამს, რომ არსებობს სიტყვიერი შეთანხმება - ვისაც ეროვნულში ვერ გამოიყენებენ, ახალგაზრდულში ათამაშებდნენ.

ასე ხდება, მაგალითად, ყაზაიშვილის შემთხვევაში - ახლა ის ჯგუფიდან გასვლის მსურველ ახალგაზრდულს უფრო სჭირდება, ვიდრე უმოტივაციოდ დარჩენილ ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ 8 აგვისტოდან ჰოლანდიაში სეზონი დაიწყო, ქართველი შემტევი ნახევარმცველი "ვიტესში" სტაბილურად თამაშობს და ქვეყნის მთავარ გუნდში მის მიწვევას ხელს რა უშლიდა?

იმავეს ვიტყვით ებრალიძის თაობაზეც. როცა პორტუგალიაში ქართველი გამოჩნდება, ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ცოტას არ ნიშნავს. ის მაინც გვეცოდინებოდა, ეს ახალგაზრდები მზად არიან თუ არა ნაკრებში სათამაშოდ.

ისიც გასაგებია, რომ ნაკრები, დავით ყიფიანის თქმის არ იყოს, "რეზინის" არ არის და ყველა საინტერესო მოთამაშეს ქეცბაია ერთ შეკრებაზე თავს ვერ მოუყრის, არსებობს ახალგაზრდულის ინტერესიც, მაგრამ ებრალიძე ჩივაძის გუნდს ასაკის გამო ვერ დაეხმარება - ის დღეს, 3 ოქტომბერს 22 წლის ხდება და ვფიქრობთ, ასეთ ფეხბურთელებს მეტი ყურადღება სჭირდებათ. მით უფრო, რომ ვიცით - შარშან პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევდნენ...

მსგავს ლიგებში ხომ თითებზე ჩამოსათვლელია ქართველი. თანაც, ეს იმ დროს, როცა ეროვნულ გუნდს ლევან ყენია ჩამოაცილეს, ხოლო მერე შემტევების პრობლემებზე ვლაპარაკობთ.

ეს ჩვენი მოკრძალებული აზრია და, შესაძლოა, საფუძველს მოკლებულიც, მაგრამ მას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. ჩვენი რესურსი სრულად უნდა ავითვისოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ღონღაძე და სეთურიძე მარჯვენა მცველები
ფოფხაძე ელიავა ნავალოვსკი რატომ არ იძახებს ამათ ან მარცვალაძე სირბილაძე ხოჯავა არზიანი ამათზე უკეთესი ყავს ვინმე მერე იძახის რესურსი არ გვაქვსო
ibra
04 ოქტომბერი 2013 11:16
0
ან ღონღაძეს რატო არ იძახებს გორის დილადან, როცა შემტევი ფეხბურთი გვინდა ვითამაშოთ მცველების ჩართვა შეტევაში აუცილებელია და ღონღაძის თამაში თუ გაქვთ ნანახი ძალიან საჭირო ფეხბურთელია ამ მხრივ!!!
ugly
04 ოქტომბერი 2013 10:08
0
აი დვალს რატო არ იძახებს ნაკრებში ქეცბაია მიკვირს რა არვის ტექნიკაში და სისწრაფეში არ ჩამოუვარდება
gio
03 ოქტომბერი 2013 14:57
0
კაი რა ....
ramo
03 ოქტომბერი 2013 14:42
0
*** ორივე ფეხბურთელი 21 წლამდელია და საინტერესოა ჩივაძემ რატომ არ გამოიძახა, ქეცბაიას რომ კბენთ? ***
turi
03 ოქტომბერი 2013 14:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული