ვისენტე დელ ბოსკემ საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ის ფეხბურთლები დაასახელა, ვისაც მუნდიალის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ორი მატჩისთვის მოამზადებს.

შეგახსენებთ, რომ "ფურია როხა" 11 ოქტომბერს ბელარუსს, 15-ში კი ჩვენს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

სიაში არ არის დიეგო კოშტა, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. სამაგიეროდ, "დონ ვისენტემ" "სევილიას" მარცხენა მცველი ალბერტო მორენო მიიწვია, ვისაც, თუ ითამაშა, ნაკრებში დებიუტი ექნება.

ასევე, ეროვნულ გუნდში დაბრუნდნენ ხუანფრანი, სერხიო ბუსკეტსი და ხუან მატა.

ტრავმირებული ფეხბურთელების გარ
და, დელ ბოსკემ ფერნანდო ტორესი, ფერნანდო ლორენტე, ხავი გარსია, სანტი კასორლა და რობერტო სოლდადო არ გამოიძახა.

სრული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), პეპე რეინა (ნაპოლი);
მცველები: ხუანფრანი (ატლეტიკო), სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა (ორივე - რეალი), ხერარდ პიკე (ბარსელონა), რაულ ალბიოლი (ნაპოლი), ალბერტო მორენო (სევილია), ნაჩო მონრეალი (არსენალი);
ნახევარმცველები: ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, სესკ ფაბრეგასი (ყველა - ბარსელონა), კოკე, მარიო სუარესი (ორივე - ატლეტიკო), ისკო (რეალი), ხესუს ნავასი, დავიდ სილვა (ორივე - მანჩესტერ სიტი), ხუან მატა (ჩელსი);
თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი (ბარსელონა), დავიდ ვილია (ატლეტიკო), ალვარო ნეგრედო (მანჩესტერ სიტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული