საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:2 დამარცხდა

AutoSharing Option
15 ოქტომბერს ალბასეტეში საქართველოს ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალის უკანასკნელი მატჩი გამართა - მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან 0:2 დამარცხდა.

ანგარიში 26-ე წუთზე ანდრეს ინიესტას პასით ალვარო ნეგრედომ გახსნა. მეორე ტაიმში (61-ე წუთზე) ხუან მატამ დაცვის უხეში შეცდომით ისარგებლა და გაიტანა.

საქართველო: ლორია - ლობჟანიძე, ხიდეშელი, კაშია, კვირკველია - ხუბუტია, ძარია, კობახიძე, შ. გრიგალაშვილი (69. ებრალიძე) - ე. გრიგალაშვილი (69. ხმალაძე) - გელაშვილი (87. მოდებაძე)

ესპანეთის ნაკრებმა 20 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა ტურნირი 5 ქულით ბოლოსწინა
ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არის ამ გუნდში მაინც რაგაც პერსპექტივა, უნდა ვაცალოთ მწვრთნელს და ბიჭებს,მართალია ნაკრების თავდასხმას არ ასცავლიან რო მაგათი ფუნQცია გოლის გატანაა, მარა უნდა ვაცალოთ ქეცოს...***(ქეცოსნაირად
levani
08:01 16-10-2013
0
ვინც გოლის გამტანი და თამაშის შემქმნელია არ იძახებს.ქეცბაიას ნამუსი რო ქონდეს გადადგებოდა.გამოვიდეს და სიმართლე თქვას გოგუას,მარცვალაძეს,ხოჯავას სირაძეს,რატო არ იძახებს.სიმართლე თქვას რა მოხდა ხიზანიშვილის,კობიაშვილსა და იაშვილს შორის.ქეცბაია პირად ინტერესებს და ამბიციებს ნაკრებზე წინ აყენებს.ეგ მხოლოდ იმათ იძახებს ვინც თავს მუხრის.მაგას
guladi guladiani
07:48 16-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული