სტატისტიკა არ ტყუის: გიორგი ლორია საუკეთესო იყო

AutoSharing Option
ჩვენთვის 2014 წლის მუნდიალი ალბასეტეში დასრულდა, სადაც თემურ ქეცბაიას ნაკრებმა, მართალია, ვერაფერი დაუპირისპირა ვისენტე დელ ბოსკეს კრებულს, მაგრამ მაინც არ წააგო გამანადგურებელი ანგარიშით - 0:2 დამარცხდა.

დეტალური სტატისტიკისთვის ისევ whoscored.com-ს გამოვიყენებთ.

ჯერ ზოგადი ციფრები:

Sportall.Ge

* საქართველოს ნაკრებმა იკერ კასილიასის კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, აქედან 4 კარში წავიდა და 1 ასცდა მიზანს.

* ესპანეთის ნაკრებმა გიორგი ლორიას კარისკენ 26-ჯერ დაარტყა, აქედან 10 წავიდა კარში (2 გოლი), 11 ასცდა მიზანს, 1 მოხვდა ხარიხას და 5 დაიბლოკა.

* ქართველი ფეხბურთელების შესრულებით დრიბლინგი 7-ჯერ ვიხილეთ,
ესპანელების - 11-ჯერ.

* 16 ორთაბრძოლაში მასპინძლებმა იმარჯვეს, 15-ში - სტუმრებმა.

* საჰაერო დუელების 52% მოიგეს ესპანელებმა, 48% - ქართველებმა.

* ესპანელთა პასების 94% (!) იყო ზუსტი, ქართველების - 73%.

* ესპანელებმა 19 აუტი ჩააწოდეს, ხოლო ქართველებმა - 14.

* ქართველთა შეტევების 43% მარჯვენა ფლანგიდან წარიმართა, 31% - მარცხნიდან, 26% - ცენტრიდან.

* ესპანელი ფეხბურთელების შეტევების 41% მარცხენა ფლანგიდან წარიმართა, 32% - მარჯვნიდან, 28% - ცენტრიდან.

* თამაშის 51% ჩვენს ზონაში მიმდინარეობდა, 39% - მოედნის შუაში და მხოლოდ 12% ესპანელთა მესამედზე.

ქართველ ფეხბურთელთა სტატისტიკა
* 5 დარტყმიდან 2 შოთა გრიგალაშვილის ანგარიშზეა, თითო ნიკოლოზ გელაშვილის, გიორგი ხიდეშელის და ალექსანდრე კობახიძის.

* აქედან არაზუსტი მხოლოდ კობახიძის დარტყმა იყო.

* ეგრეთ წოდებული "მნიშვნელოვანი პასი" კობახიძემ და დავით კვირკველიამ გააკეთეს.

* პასის სიზუსტით შესანიშნავი შედეგი ჰქონდათ გურამ კაშიას - 96% და შოთა გრიგალაშვილს - 95%. უარესები: ელგუჯა გრიგალაშვილს - 60% და ირაკლი მოდებაძეს - 50%.

* 5-ჯერ მოიგო საჰაერო დუელი გელაშვილმა, 2-2-ჯერ კვირკველიამ და ხიდეშელმა.

* ბურთს ყველაზე მეტჯერ შეეხო ლორია - 50-ჯერ, მოდებაძე - მხოლოდ 3-ჯერ ბურთს.

* კაშიამ ერთხელ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

* წარმატებული დრიბლინგი - 7, 7 ფეხბურთელის შესრულებით.

* გელაშვილს 4-ჯერ ეუხეშნენ (სულ ესპანელები 10-ჯერ დაჯარიმდნენ).

* 3-3-ჯერ დაკარგეს ბურთი ელგუჯა გრიგალაშვილმა და გელაშვილმა.

* თამაშგარე მდგომარეობაში ჩვენი ნაკრები არ მოხვედრილა.

* ყველაზე მეტი ორთაბრძოლა მოიგო უჩა ლობჟანიძემ - 4, 3 - აკაკი ხუბუტიამ.

* 5-ჯერ ჩაჭრა მეტოქის ბურთი ხიდეშელმა, 4-ჯერ კაშიამ, 3-ჯერ ხუბუტიამ.

* ხიდეშელმა 10-ჯერ განმუხტა სიტუაცია.

* ესპანელთა დარტყმული ორჯერ დაბლოკა კაშიამ.

* კვირკველიამ 2-ჯერ ჩატოვა ესპანელი ფორვარდები თამაშგარეში.

* 3-ჯერ დაჯარიმდა ელგუჯა გრიგალაშვილი, 2-ჯერ გელაშვილი.

* ყველაზე მეტი პასი გააკეთა კობახიძემ - 28 (75% სიზუსტე).

* 2 ჩაწოდება შეასრულა კვირკველიამ და ეს ნაკრებში საუკეთესო შედეგია.

* მეტოქის მცველების ზურგსუკან პასი არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ შეუსრულებია.

whoscored.com-ის რეიტინგებით საუკეთესოები:
ლორია - 7,92; კაშია - 7,59; ხიდეშელი - 7,37. უარესები: ელგუჯა გრიგალაშვილი - 5,99; ირაკლი მოდებაძე - 5,96; კობახიძე - 5,75.

ესპანელ ფეხბურთელთა სტატისტიკა
* ქართველთა კარისკენ 9 დარტყმა ალვარო ნეგრედოს ანგარიშზე მოდის, 4 - ხესუს ნავასის, 3-3 - ჩავის და პედროს; 2-2 - მატას და ინიესტას, თითო - სერხიო რამოსის, ბუსკეტსის და კოკეს.

* ნეგრედოს 9 დარტყმულიდან 7 კარში წავიდა. ამის გარდა, ლორიას კარში წავიდა მატას, პედროს და ბუსკეტსის თითო დარტყმა.

* 4-4 "მნიშვნელოვანი პასი" გააკეთეს ინიესტამ და ჩავიმ, 3 - ნეგრედომ.

* ჩავის პასების სიზუსტის მაჩვენებელი, არც მეტი და არც ნაკლები, 100%-ია! ამ მხრივ მოიკოჭლებდა ნეგრედო - 67%.

* სერხიო რამოსმა მოიგო 5 საჰაერო დუელი.

* ინიესტა ბურთს 110-ჯერ შეეხო, ჩავი და ბუსკეტსი - 108-108-ჯერ.

* ნავასმა 4-ჯერ დრიბლინგით გაიკაფა გზა, ხუანფრანმა - 3-ჯერ.

* ბუსკეტსის წინააღმდეგ ქართველებმა 4-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.

* ნეგრედომ 4-ჯერ დაკარგა ბურთი.

* ნეგრედო 2-ჯერ მოხვდა თამაშგარეში.

* რამოსმა 7-ჯერ ჩაჭრა ბურთი.

* რამოსმა 7-ჯერ განმუხტა სიტუაცია.

* რამოსი 4-ჯერ დააჯარიმეს.

* ინიესტამ გააკეთა 102 პასი.

* ნავასმა 10-ჯერ ჩააწოდა.

* ინიესტამ გააკეთა 2 გამჭოლი პასი.

whoscored.com-ის რეიტინგებით საუკეთესოები:
ნეგრედო - 8,45; რამოსი - 8,45; ბუსკეტსი - 8,06. უარესები: პედრო - 6,64; კოკე - 6,3 და ისკო - 6,07.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოდებაძემ სამი წუთი ითამაშა და ჩამონათვალში, რომ მოხვდა ესეც კარგია. ხო შეიძლეაბ 15 წუთი მიეცეს თავდამსხმელს შანსი როცა გუნდი აგებს მაშინ მაინც
ერეკლე
00:42 18-10-2013
0
ra shuashia exla am statiastan giorgi loria? marto rom apiarebt qartvel fexburtelebs arapris gamo imitomaa saqme kargad
lasha
14:10 17-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული