რევაზ არველაძე: მხოლოდ თემურ ქეცბაია არ უნდა დავადანაშაულოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი წარუმატებელი შესარჩევი ციკლი ჩაამთავრა და ახლა ყველას ის აინტერესებს, რა ვითარება იქნება დამდეგი შესარჩევი ციკლისთვის, რა მიზანს დაისახავს ჩვენი უპირველესი გუნდი და ვინ იქნება მისი მწვრთნელი.

კონტრაქტით, საქართველოს ნაკრები მომდევნო შესარჩევ ეტაპზეც თემურ ქეცბაიამ უნდა გაწვრთნას, თუმცა ზუსტად რა და როგორ იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ამ დროისთვის, ყველაზე აქტუალური, ალბათ, ეს კითხვა უნდა იყოს - დარჩება თუ არა ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად?
-
ახლო მომავალში, სავარაუდოდ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის, ყველა ერთად შევიკრიბებით და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. ამ ეტაპზე კი, მით უმეტეს ემოციების ფონზე, გადაწყვეტილების მიღებას, ვფიქრობ, უნდა მოვერიდოთ.

მიმაჩნია, რომ ცალსახად ვინმე არ უნდა დავადანაშაულოთ იმ შედეგის გამო, რაც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა უკვე დამთავრებულ შესარჩევ ცილკში.

- ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია როგორია? კმაყოფილია ქეცბაიას მუშაობით და იმ მიმართულებით, რაც მან აირჩია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?
- ფედერაციის პოზიციაზე ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ჩემი მხრიდან შემიძლია დავაფიქსირო - შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამაში მხოლოდ ქეცბაია არ უნდა დავადანაშაულოთ, ფეხბურთელებსაც მიუძღვით ბრალი.

- საჭიროა თუ არა ასეთი მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იმ გუნდისთვის, რომელიც თავიდანვე განწირულია, რომ ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდება. ამ საკითხზე რას ფიქრობთ?
- ამაზეც დავილაპარაკებთ. ჩემთვის მთავარია მწვრთნელი და არა ის, თუ რამდენი აქვს მას ხელფასი. მწვრთნელი უნდა გამოგვადგეს, თორემ ფული ასეთ დროს მეორეხარისხოვანია.

- სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას წელიწადში 7 მილიონი ლარით ეხმარება, რაც, პირველ რიგში, ეროვნული და ასაკობრივი გუნდების პერსონალისა და შეკრებებისთვისაა განკუთვნილი. ეს დახმარება გაისადაც ექნება ფედერაციას?
- რამდენადაც ვიცი, სახელმწიფოს კვლავ აქვს იმის სურვილი, რომ ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ფეხბურთში ფინანსები, ფეხბურთელები და ბევრი სხა რამაა მნიშვმელოვანი მაგრამ ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი - მწვრთნელია. ამის უამრავი მაგალიტიდან მე მხოლოდ ორიოდეს შეგახსენებთ: 80 იანი წლების თბილისის დინამომ ახალკაცის ხელში ევროპულ გრანდებისაგან მნიშვნელოვნად მცირედი ფინანსებით საუკეთესო შედეგს მიაღწია, სულ ეხლახან თბილისის დინამოზე ბევრად ნაკლები ბიუჯეტის მქონე დილამ დევდარიანის ხელმძღვანელობით საუკეთესო სედეგს მიაღწია ქართულ გუნდებს შორის, გურია ძლივს შეკოწიწებული ფეხბურთელებიტ და მწირი ბიუჯეტით მახარაძის ხელმძღვანელობით საუკეტესოდ გამოდის ქვეყნის ჩემპიონატზე . . . მსოფლიო ფეხბურთში უამრავი მაგალიტია იმის როცა ერთიდა იგივე შემადგენლობის და დაფინანსების გუნდი სხვადასხვა მწვრთნელის ხელში სხვადასხვა შედეგს აღწევს . . . ასე რომ სანამ გეგუჩაძე და დევდარიანი უმუშევარი იქნება ქართულ ფეხბურთს ძნელი წარმოსადგენია ეშველოს
seseto
14:35 21-10-2013
0
აიი სანამმ ეს და არველაძე იიქნებაა ფედერაციაშიი არაფერიიგვეშველებაა მანამდეე.. რა გახდნენ ასეთი მოუშორებელი ჭირი .. წადდიით რა დაგვანებეთ თავიიი.. რაზეე უინდადაიილაპარაკოოთ მომავალლ შესარჩევშიი როგორმეე ბოლოს წინა ადგილი დავიკავოოთ და ბოლოზე არ გავიდეთ?? წადიით და ეს ტლოპანაც თან გაიყოლეთ რააა..
GGGgg
13:35 21-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული