კონტრაქტით, საქართველოს ნაკრები მომდევნო შესარჩევ ეტაპზეც თემურ ქეცბაიამ უნდა გაწვრთნას, თუმცა ზუსტად რა და როგორ იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
- ამ დროისთვის, ყველაზე აქტუალური, ალბათ, ეს კითხვა უნდა იყოს - დარჩება თუ არა ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად?
-
მიმაჩნია, რომ ცალსახად ვინმე არ უნდა დავადანაშაულოთ იმ შედეგის გამო, რაც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა უკვე დამთავრებულ შესარჩევ ცილკში.
- ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია როგორია? კმაყოფილია ქეცბაიას მუშაობით და იმ მიმართულებით, რაც მან აირჩია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?
- ფედერაციის პოზიციაზე ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ჩემი მხრიდან შემიძლია დავაფიქსირო - შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამაში მხოლოდ ქეცბაია არ უნდა დავადანაშაულოთ, ფეხბურთელებსაც მიუძღვით ბრალი.
- საჭიროა თუ არა ასეთი მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იმ გუნდისთვის, რომელიც თავიდანვე განწირულია, რომ ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდება. ამ საკითხზე რას ფიქრობთ?
- ამაზეც დავილაპარაკებთ. ჩემთვის მთავარია მწვრთნელი და არა ის, თუ რამდენი აქვს მას ხელფასი. მწვრთნელი უნდა გამოგვადგეს, თორემ ფული ასეთ დროს მეორეხარისხოვანია.
- სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას წელიწადში 7 მილიონი ლარით ეხმარება, რაც, პირველ რიგში, ეროვნული და ასაკობრივი გუნდების პერსონალისა და შეკრებებისთვისაა განკუთვნილი. ეს დახმარება გაისადაც ექნება ფედერაციას?
- რამდენადაც ვიცი, სახელმწიფოს კვლავ აქვს იმის სურვილი, რომ ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დაბალანაზღაურებადმა ტრენერმა შეიძლება ისე დაგვღუპოს რომ იქედან ვეღარ ამოვიდეთ. ეხლა მეკარე, დაცვა და ნაწოლიბრივ შუახაზი დაკომპლექტებულია. ახალი ახალი გუნდის შექმნას დაიწყებს. ვინც არ უნდა იყოს ტრენერი, უნდა იყოს მაღალ ანაზღაურებადი და უნდა გააგრძელოს გუნდის მშენებლობა.