რას მოგვიტანს 15 ნოემბერი? - ვარიანტები თემურ ქეცბაიას მომავალზე

AutoSharing Option
საფეხბურთო ნოემბერი უქმე თვე არ არის, აქეთ ეროვნული ჩემპიონატი, იქით - ასაკობრივი ნაკრების პერიპეტიები... თუმცა მთავარი საკითხი ნოემბერში სულ სხვა იქნება - ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხი უნდა გაირკვეს.

თემურ ქეცბაიამ მიჯრით ორ შესარჩევში უხელმძღვანელა ქვეყნის მთავარ გუნდს და კონტრაქტით კიდევ ერთ შესარჩევ ეტაპზე უნდა დამოძღვროს ნაკრები, მაგრამ ხელშეკრულება ერთია და ეროვნული ნაკრების შედეგი - მეორე. ანუ საკითხავი გახდა, ისევ ქეცბაიამ უნდა უთავკაცოს თუ არა გუნდს.

იმ ვარიანტებზე, თუ რა შეიძლება მოხდეს, "ლელო" უკვე წერდა და ამაზე აღარ შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას.
ახლა მოქმედების დროა, ოღონდაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქეცბაიასთან საუბრის გარეშე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს, ცხადია, ვერ გადაწყვეტს.

ქეცბაია კი საზღვარგარეთაა...

შევიტყვეთ, რომ ის 15 ნოემბერს აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ამის შემდეგღა მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას მწვრთნელი და ფედერაციის მესვეურები.

ვფიქრობ, უკეთესიც არის, ფეხბურთის თავებმა და ქეცბაიამ წინა შესარჩევი ციკლის შემდეგ პაუზა რომ აიღეს და მყის არ დაიწყეს იმაზე სჯა-ბაასი, თუ რა და როგორ იქნება მომდევნო შესარჩევი ეტაპისთვის.

ემოციები ნაწილობრივ დამცხრალია, თუმცა ნაკრების ცუდი შედეგი და მის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური ფონი ამ ემოციებს ბოლომდე მაინც ვერ აცხრობს.

რის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ ფედერაციამ ქეცბაიას უთხრას - არა უშავს, ჩვენ შენი გვჯეროდა და ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოო. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გვარიანად რთული საქმეა.

როგორც იქნა, დადგა დრო, როცა ფეხბურთის ფედერაციას დამოუკიდებლად შეუძლია ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა, თუმცა ეს ამოცანა მაშინ დადგება დღის წესრიგში, როცა ნაკრების მთავარი პოსტი ვაკანტური გახდება.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თავად ქეცბაიას პოზიციაც. არც ერთ მწვრთნელს არ უნდა, ხელმოცარულმა დატოვოს გუნდი, მაგრამ ორი შესარჩევი ციკლი, ალბათ, საკმარისია, რომ მწვრთნელმა გულშემატკივარს თავი შეაყვაროს.

და თუკი მან ეს ოთხი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, გამოდის, რომ დროის კრედიტი ამოწურულია - ასე მგონია.

თუმცა ჟურნალისტური აზრი აქ უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მწვრთნელის დანიშვნა-მოხსნის საკითხი სპეციალისტების გადასაწყვეტია, პასუხისმგებლობა კი უკვე მთლიანად ფეხბურთის ფედერაციას დაეკისრება.

ასე რომ, 15 ნოემბრამდე დრო ქეცბაიასაც აქვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლაბირინთი: გაუძლებს არიადნას ძაფი მესამე ციკლსაც?
Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს
გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 12 /
ქეცბაიას წასვლით ,თუ ეშველება ჩვენს ფეხბურთს ალბათ წავა ეგ კაცი.უბრალოთ არაა მისი ლანძღვა ლამაზი.არ იმსახურებს.
bondo
01 ნოემბერი 2013 18:45
0
ფეხბურთის განვითარება თუ გვინდა, ბავშვთა ფეხბურთი უფასო უნდა გახდეს და ნაკრების მწვრთნელებს ანაზღაურება მხოლოდ შედეგის მიხედვით უნდა ჰქონდეთ!!!!
guja_kakhadze
01 ნოემბერი 2013 14:18
0
ქეცბაიას როგორც მოხსნიან ჩვენს ფეხბურთელებს მოემატებათ ფიზიკა,ტექნიკა,ინტელექტი...გადავლენ ბაიერნ,რეალ,ბარსაში....
akhali
31 ოქტომბერი 2013 22:43
0
მეგობრებო ამ თემაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ჯობია საქმეს თავიდან მივხედოთ და გავაანალიზოთ. ეს არარის მარტო ფეხბურთის ფედერაციის პრობლემა. ეს ჩვენი საერთო საქმეა. მე მოვსწრებივარ თემოს თამაშებს ჯერკიდევ მაშინ როცა ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშობდა და თამამად ვიტყვი რომ თემოსნაირი შემტევიუ ნახევრმცველი მაშინდელ საბჭოთა კავშირში ძალიან ძნელად თუ მოიძებნებოდა საერთოდ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ბატონებო იყო ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიუონატი ევროპაში. ამ ჩემპიონატის მონაწილეები იყვნენ ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელები მეგობრებო, გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ რადგან მათი გვარების ცამოთვლა ძელიან შორს წაგვიტყვანს და ერთერთი იყო თემური რომელიც ჩივაძეს, შენგელიას და სულაქველიძეს გვერდით თამაშობდა (ვინც ჩამოვთვალე ესენი იყვნენ მაშინდელი საბჭოთა კავშირის და ევროპის ლეგენდები ძმებო ეს კარგად დაიმახსოვრეთ) ასეთი ფეხბურთელების გვერდიგვერდ თამაშობდა და მათგან პროფესიულ რჩევებს იღებდა ძმებო თემური.

არმინდა თავი მოგაბეზროთ ზედმეტი ლაპარაკით, ჯობია თემურის საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ყოფნა არყოფნის საკითხი გადაწყვიტონ პროფესიონალმა ფეხბურთელებმა ვინც იცის და ჩახედულია ქართულ ფეხბურთში.
giorgi1975
30 ოქტომბერი 2013 13:35
0
გეგუჩაძე მთავარ მ წვრთნელად დევდარიანი ასისტენდათ ძაან მაგარი იქნება დამიჯერეთ, როგორც ყიფიანი ძოძუაშვილი, ან ვაფშე ძოძუაშვილი დავნიშნოთ ეგაა დღეს დღეისობით მაგარი მწვრთნელიი
tijana513
29 ოქტომბერი 2013 20:34
0
ყველაზე მაგარი ტანდემი გეგუჩაძე დევდარიანი იქნებოდა, დევდარიანი ასისტენტად გეგუჩაძე მთავარ მწვრთნელად, როგორც ყიფიანი ძოძუაშვილი იყო ეგრე მინდა
tijana513
29 ოქტომბერი 2013 20:26
0
15 ნოემბერს რატომ უნდა ველოდოთ, როცა აქამდეც უნდა მოეხსნა ფედერაციას უნიათო მწვრთნელი, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ელემენტრული სახე დაუკარგა...მოხსენით და დამთავრდეს ამაზე ლაპარაკი ბოლოს და ბოლოს....გეგუჩაძეზე კარგი სპეციალისტი არა გვყავს დღესდღეობით!
murtalo
29 ოქტომბერი 2013 15:14
0
აშკარად შეკვეთლი სტატიაა უკვე ჟურნალისტებიც გახდნენ 2 ლარიანები. ყენიაზე რას წერენ გერმანიაში აბა წაიკითხე და საერთოდ ფეხბურთელები ნახე ქეიფისა დროსტარების მეტს რო არაფერს აკეთებენ.
მერაბი
29 ოქტომბერი 2013 13:01
0
როდის აჩვენეს უკეთესი შედეგი, თუ გაიხსენებთ. ქეცბაია რა შუაშია სახლის შენება სახურავიდან დაიწყო არ გამიგია ჯერ ბავშვთა ფეხბურთს მიხედეთ.
დავაკვირდეთ რა ხდება.
თაობა დაიკარგა საფეხბურთო საქათველოში იმითი, რომ 20 ლარს დაზდევდნენ მწვრთნელები. ქეცბაია საიდან მოგიყვანს პროფესიონალ ფეხბურთელს? იმაზე დაწერე ჯერ რო მცველი შეტევას ვერ იწყებს და მაგ პრობლემის გამო მეტოქის ნახევარზე დზლივს გადავდივართ არ გვყავს პროფესიონალი ფეხბურთელები, თორე გვყავდა ჩვენ თუ გავიხსენებთ ტოპ კლასის მწვრთნელები.
levani
29 ოქტომბერი 2013 12:08
0
ყველაფერში კი ვეთანხმები ავტორს მაგრამ იქნებ გვითხრათ ბოლო აბზაცში რომელ სპეციალისტებს გულისხმობთ? გვყავს რომ მასეთები?)))
Walkabout
29 ოქტომბერი 2013 11:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული