ზვიად სიჭინავა: სად­მე მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩე­მი ად­გი­ლი, თუ არა და, დავ­ბრუნ­დე­ბი რუ­სეთ­ში

AutoSharing Option
უე­ფას მო­რი­გი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვას თქმით, სფფ-ში მი­სი ოთხ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი ვი­ზი­ტი გახ­ლდათ.

ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ამ­ხი­ლა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მი ძა­ლი­ან მა­გა­რი სა­ფეხ­ბურ­თო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შან­სი ეძ­ლე­ვა, თუმ­ცა, რად­გან დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბამ­დე ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის პირ­ველ­კა­ცი და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავს იკა­ვებს, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ 2014 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის შე­ფა­სე­ბით და­ვიწყ­ეთ:

- მე­ოთხე ად­გი­ლით კმა­ყო­ფი­ლი ვე­რა­ვინ იქ­ნე­ბა. ასე რომ, ნაკ­რე­ბის გა­მოს­ვლას მეც ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად ვა­ფა­სებ! დი­ახ, რთუ­ლი ჯგუ­ფი იყო, მაგ­რამ ხომ გვქონ­და მე­სა­მე ად­გილ­ზე გას­ვლის შან­სი?

- მწვრთნე­ლის მუ­შა­ო­ბით ხართ
უკ­მა­ყო­ფი­ლო თუ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბით?

- შე­დე­გით... ვი­ცი, ახ­ლა რაც უნ­და მკითხ­ოთ და პირ­და­პირ გეტყ­ვით: ჩვენც ვე­ლით თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ჩა­მოს­ვლას. უპირ­ვე­ლე­სად, ნაკ­რე­ბის თავ­კაც­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და გულ­შე­მატ­კივ­რებს უნ­და გას­ცეს პა­სუ­ხი ყვე­ლა კითხ­ვა­ზე, მე­რე თა­ვის სიტყ­ვას ფე­დე­რა­ცი­აც იტყ­ვის.

- ერ­თი თვე­ა, ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­სუ­ლა და არც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს პა­სუ­ხობს. ეს სწო­რი საქ­ცი­ე­ლი­ა?
- რა თქმა უნ­და, არა. გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია მწვრთნელს სწო­რედ მას­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით უნ­და ჰქონ­დეს. ამი­ტო­მაც ყვე­ლა მატ­ჩის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სრულ­ყო­ფი­ლი ანა­ლი­ზი და პა­სუ­ხი ყვე­ლა კითხ­ვა­ზე.

- თე­მურ ქეც­ბაია სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს მო­მა­ვალ შე­სარ­ჩევ ციკ­ლშიც უხელ­მძღვა­ნე­ლებს?
- დღეს მას ნაკ­რებ­თან კონ­ტრაქ­ტი აკავ­ში­რებს... ფე­დე­რა­ცი­ამ მწვრთნე­ლებ­სა და ფეხ­ბურ­თე­ლებს მუ­შა­ო­ბის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბა შე­უქ­მნა და ბუ­ნებ­რი­ვი­ა, შე­კითხ­ვე­ბი ჩვენც გვაქვს: რა არ გა­ვა­კე­თეთ, შე­დე­გი უკე­თე­სი რომ ყო­ფი­ლი­ყო; რა არ გა­ა­კე­თეს მწვრთნელ­მა, ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა და ა.შ?

ეს­პა­ნეთ­თან მატ­ჩის შემ­დეგ ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი არც მე მი­ნა­ხავს. იმე­დი­ა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩა­მო­ვა და თა­ვის არ­გუ­მენ­ტებს გაგ­ვაც­ნობს.

- კონ­ტრაქ­ტში არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი, რა მი­ზა­ნი და­უ­სა­ხეთ მწვრთნელს და პა­სუხს რო­გორ მოს­თხოვთ? ეს არ არის ფე­დე­რა­ცი­ის შეც­დო­მა?
- და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ შე­დე­გი ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო­ა. ორი წლის წინ, რო­ცა ქეც­ბა­ი­ას კონ­ტრაქ­ტი გა­ვუგ­რძე­ლეთ, მიზ­ნებ­ზეც ვი­ლა­პა­რა­კეთ: ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბა და გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც 2016 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლას შეძ­ლებს...

- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი მო­მავ­ლის გუნდს?
- რო­ცა ჩა­მო­ვა, შე­გიძ­ლი­ათ, ეს თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ჰკითხ­ოთ.

- მას კი ვკითხ­ავთ, მაგ­რამ სფფ-ის პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა არ გრძნობს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მი­სი და­ნიშ­ნუ­ლი მწვრთნე­ლის შე­დე­გის გა­მო?
- პა­სუხს ყვე­ლა­ფერ­ზე ვა­გებ, რაც ფე­დე­რა­ცი­ა­ში ხდე­ბა, მაგ­რამ მე ხომ არ ვწყვეტ, რო­მე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხონ და ვინ რო­მელ პო­ზი­ცი­ა­ზე ითა­მა­შებს? ფე­დე­რა­ცი­ის ვა­ლი­ა, ნაკ­რე­ბ გუნ­დებს მზა­დე­ბი­სა და თა­მა­შის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბა შე­უქ­მნას. ერ­თი მწვრთნე­ლიც ვერ იტყ­ვის, რომ ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა მის საქ­მე­ში ჩა­ე­რი­ა!

- ნაკ­რებ­ში უცხ­ო­ე­ლი მწვრთნე­ლე­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ გულ­შე­მატ­კივ­რის იმე­დი ვერც ქარ­თველ­მა მწვრთნელ­მა გა­ა­მარ­თლა... არ არის ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის საშ­ვე­ლი?
- ამ კითხ­ვა­ზე მე რო­გორ გი­პა­სუ­ხოთ? ისე კი, ჩე­მი აზ­რით, ფეხ­ბურ­თე­ლის გაზ­რდა არ შე­იძ­ლე­ბა, ფეხ­ბურ­თე­ლად უნ­და და­ი­ბა­დო!

- აღარ იბა­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი?
- იქ­ნებ მე არ ვი­ცი და სად­მე და­ი­ბა­და ახა­ლი მეს­ხი, ყი­ფი­ა­ნი, ჩი­ვა­ძე, გუ­ცა­ე­ვი... რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მოვ­თვა­ლო? კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ახ­ლაც გვყავს, მაგ­რამ რა­ღაც აკ­ლი­ათ... რო­გორც ჩანს, მა­რი­ლი გვაკ­ლი­ა, ლი­დე­რი, "მო­ტო­რი" გვჭირ­დე­ბა...

- რო­გორ ფიქ­რობთ, ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი დრო­უ­ლად წა­ვი­და თუ კი­დევ შე­ეძ­ლო ნაკ­რე­ბის­თვის სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა?
- არა მგო­ნი­ა, რომ ხი­ზა­ნა ნაკ­რე­ბი­დან წა­სუ­ლი­ა. რა­ტომ უნ­და წა­სუ­ლი­ყო? ქარ­თვე­ლე­ბი ემო­ცი­უ­რი ხალ­ხი ვართ და ჩე­მი აზ­რით, ეს ცხელ გულ­ზე თქვა. იმ ასა­კის არ არის, ნაკ­რე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბა აღარ შე­ეძ­ლოს. მა­ინც მგო­ნი­ა, რომ მა­შინ ემო­ცი­ამ სძლი­ა...

- ცო­ტა ხნის წინ, რო­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღარ იბ­რძო­ლებს ევ­რო­პის 2020 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მას­პინ­ძლო­ბის­თვის, უა­რის ერ­თ-ერთ მი­ზე­ზად რე­გი­ო­ნუ­ლი პრინ­ცი­პის დაც­ვა და­ა­სა­ხე­ლეთ. თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი სხვა­ა: ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ისე­თი მხარ­და­ჭე­რა აღარ გაქვთ, რო­გო­რიც წი­ნა მთავ­რო­ბის დროს...
- ეს არა­ფერ შუ­ა­ში­ა... თავ­და­პირ­ვე­ლად, "ევ­რო-­2020"-ის მხო­ლოდ ერ­თი მატ­ჩის მას­პინ­ძლო­ბა­ზე იყო ლა­პა­რა­კი, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით კი, მთე­ლი ჯგუ­ფის, ანუ 6 მატ­ჩის მი­ღე­ბა­ზე. ამის­თვის, სა­ჭი­როა მი­ნი­მუმ ორი 50-ა­თა­სი­ა­ნი სტა­დი­ო­ნი და 8-9-ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო თბი­ლის­ში. გარ­და ამი­სა, სას­ტუმ­როს და­ახ­ლო­ე­ბით 30 ათა­სი ნო­მე­რი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით...

სხვას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, გვაქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი? ასე რომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა არა­ფერ შუ­ა­ში­ა.

- ყვე­ლამ იცის, რომ სპორ­ტის ამ­ჟა­მინ­დელ მი­ნის­ტრთან არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ, თუმ­ცა დღემ­დე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხართ...
- იმი­ტომ, რომ ჩე­მი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­და 2015 წელს იწუ­რე­ბა... მო­სამ­ზა­დებ­ლად ერ­თი წე­ლი მა­თაც სჭირ­დე­ბათ და მეც მი­ვიყ­ვან ბო­ლომ­დე დაწყ­ე­ბულ პრო­ექ­ტებს. საქ­მის კე­თე­ბას ვაგ­რძე­ლებ, არც კონ­ფლიქ­ტი მაქვს ვინ­მეს­თან. ვი­საც ჩემ­თან აქვს პრე­ტენ­ზი­ა, მას ჰკითხ­ეთ.

- რას გა­ა­კე­თებს ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა, რო­ცა სფფ-ის პრე­ზი­დენ­ტი აღარ იქ­ნე­ბა?
- ასეთ რა­მე­ებ­ზე წი­ნას­წარ არას­დროს ვფიქ­რობ, მაგ­რამ უსამ­სა­ხუ­როდ ნამ­დვი­ლად არ დავ­რჩე­ბი. რუ­სეთ­შიც ან­ტიკ­რი­ზი­სულ პრო­ექ­ტებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­შიც იგივე მო­მი­წი­ა. არა მგო­ნი­ა, ერთ წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად და­ლაგ­დეს. ასე რომ, სად­მე მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩე­მი ად­გი­ლი... თუ არა და, რო­გორც იცით, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მაქვს, დავ­ბრუნ­დე­ბი რუ­სეთ­ში და იქ ვი­მუ­შა­ვებ.

- გი­ფიქ­რი­ათ, რომ ოდეს­მე ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­დით?
- არა, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თი ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და. ზუგ­დიდ­ში ყვე­ლამ იცის, რომ თავ­გა­დაკ­ლუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვი­ყა­ვი, ხში­რად მიყ­ვი­რი­ა, მიჩხ­უ­ბი­ა... ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­რიჟ­რაჟ­ზე სტა­დი­ო­ნის დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბიც ბევ­რჯერ და­მიმ­ტვრე­ვი­ა.

ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი რომ გავ­ხდი, ვხუმ­რობ­დი კი­დეც - ალ­ბათ, ღმერ­თმა დამ­სა­ჯა, ახ­ლა გა­მიხ­და აღ­სად­გე­ნი, რაც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში და­მიმ­ტვრე­ვი­ა-­მეთ­ქი (ი­ცი­ნის).

- ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტე­ბი იც­ვლე­ბი­ან, რე­ზო არ­ვე­ლა­ძე კი სულ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი­ა­ო, ალ­ბათ, თქვენც ხში­რად გსმე­ნი­ათ. ხალხს და­მა­ტე­ბი­თი სა­ლა­პა­რა­კო რა­ტომ მი­ე­ცით, რო­ცა არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძეს შეს­თა­ვა­ზეთ ფე­დე­რა­ცი­ის სპორ­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რო­ბა?
- რე­ზო არ­ვე­ლა­ძეს რაც შე­ე­ხე­ბა, ერ­თხელ ვთქვი და გა­ვი­მე­ო­რებ: "ლე­ნინ ჟილ, ლე­ნინ ჟივ, ლე­ნინ ბუ­დეტ ჟიტ!"

- ეს კარ­გია თუ ცუ­დი?
- ოთხი წე­ლი­წა­დია ერ­თად ვმუ­შა­ობთ და რე­ზო ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. ყვე­ლა პრო­ექ­ტში გვერ­დით მიდ­გას. მას­ზე აუგს ვერ ვიტყ­ვი და ვინ­მეს თუ აქვს პრე­ტენ­ზი­ა, თა­ვად გა­არ­კვი­ოს.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩილს, ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია და მი­სი და­ნიშ­ვნა პი­რა­დად ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, რე­ზო არა­ფერ შუ­ა­შია (ი­ცი­ნის).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:
ილია კოკაია: თუ ზვიად სიჭინავა სამ დღეში არ გადადგება, მე წავალ!
მკითხველის კომენტარები / 9 /
მაფიოზებს ვინ არიან ეს ზოგიერთები თუ იცი თქვი.ასე ჰაერზე ლაპარაკი ადვილია.ქეცბაია კიდე მაგენის მოყვანილია თუარა ციდან კიარ ჩამოფრენილა.
qutaiseli
14:03 19-11-2013
0
მაგარი გავლენა აქვთ ფედერაციაში ზოგიერთებს და ურევენ ტვის ყველას არაფრის მაქნისები წლებია უკან მივდივართ ფეხბურთში და ესნი ქეცბაის აბრალებენ
ვთქვათ წავიდა გამოსავალია ეს????
სულ მწვრთნელს და ფეხბურთელებს რომ ვაბრალებთ ყველაფერს და ფედერაცია თავის პოლიტიკით მართალი რომ გამოდის ეს რას ნიშნავს???
მაფიოზებს
13:19 18-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული