ლევან ყიფიანი: თემურ ქეცბაიას საკითხი ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ქვეყნის პირველ გუნდში საქმიანობას აგრძელებს.

თემურ ქეცბაია, კონტრაქტის თანახმად, საქართველოს ნაკრებში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე იმუშავებს.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განვლილი საფეხბურთო სეზონი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე, "საფეხბურთო მიმოხილვაში" შეაჯამა. თემურ ქეცბაია დადებითად აფასებს მსოფლიო თასის განვლილ საკვალიფიკაციო ციკლს და გუნდის მიერ დაკავებულ მეოთხე ადგილს.

თემურ ქეცბაია ასევე იმ ფეხბურთელების საკითხს შეეხო, რომლებმაც მიმდინარე ციკლში გუნდში ჩამოსვლაზე უმიზეზოდ უარი განაცხადეს.

"საფეხბურთო მიმოხილვა" მწვავე დისკუსიის ფონზე წარიმართა და გადაცემა 90
წუთზე მეტხანს გაგრძელდა. თემურ ქეცბაიას კონტრაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით აკავშირებს, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით გაფორმდა.

დღეს ამ თემაზე კომენტარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმაც გააკეთა.

"თემურ ქეცბაიას თემა და ზოგადად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია.

სახელმწიფო ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

სამინისტროს რა შესაძლებლობაც აქვს, ესაა იმ სახელმწიფო პროგრამული დაფინანსების პრიორიტეტების გადახედვა და კორექტირება, რასაც დასაფინანსებლად წარმოადგენს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია",
- განაცხადა ლევან ყიფიანმა.

წყარო: msy.gov.ge

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლევანი წადი სახსჰი ეს სჰენი საქმე არარის
genadi
12:54 20-11-2013
0
არ მესმის რატომ უნდა "წავიდეს სახლში", კაცი კონფრონტაციაზე არ მიდის, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ მაინც,...კონსტრუქციულია.... უნდა წავიდეს ის ვინც ხმის მაღალი ტონით და დიქციით ცდილობს ფონს გასვლას
L.E.S
12:43 20-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული