ქეცბაიაზე ნაწყენი ალეკო ამისულაშვილი საქართველოს ნაკრებიდან წავიდა

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას სატელევიზიო შეხვედრა ჟურნალისტებთან რეზონანსული გამოდგა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქვეყნის მთავარ გუნდს კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი გამოაკლდება - 31 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი, ვისზეც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 18 ნოემბერს გამართულ თოქ-შოუში აუგად ისაუბრა.

19 ნოემბერს გაზეთი "ლელო" "კრილია სოვეტოვის" მცველს რუსეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა.

"იმის შემდეგ, რაც ქეცბაიამ ჩემზე ილაპარაკა, მის გუნდში თამაშს ვეღარ შევძლებ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს!" - უთხრა ამისულაშვილმა გაზეთს.

მისივე განმარტებით, თავმოყვარე ადამიანია და ქეცბაიას პირში ეტყვის, თუ რა პრეტენზიები აქვს მასთან.

"ტელევიზიით ყვირილს კი ნამდვილად არ ვაპირებ",
- აღნიშნავს ფეხბურთელი.

ინტერვიუს სრულად მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
ოოოოოო ლელოს სასწრაფოდ გაურკვევია :D:D:D მაგ გაზეთის ჟურნალისტები ხართ მდაბიო მეჭორეები,მეტი არაფერი,იმედია დარჩება თემური თქვენს ჯინაზე ნაკრებში და ამისულაშვილისნაირებს მალე მოაშორებს იქიდან
Vicc
14:08 20-11-2013
0
წადი რუსეთში და *** მაგენს შენითანებისთვის ხო სამშობლო არ არსებობს
dima
13:59 20-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული