რაში გჭირდებათ ტყუილი? - ისევ თემურ ქეცბაიას კონტრაქტის საკითხის შესახებ

AutoSharing Option
ბოლო დღეებში საქართველოს ნაკრების მწვრთნელსა და ცალკეულ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებამაც ვერ გადაფარა თემურ ქეცბაიას კონტრაქტის თემა, რომელიც ყველა თოქ-შოუსა თუ საგაზეთო წერილში ფიგურირებდა.

და მაინც, სად არის სიმართლე?

ამას წინათ "ლელომ" შემოგთავაზათ წერილი, რომელშიც ყველა იმ ვებგვერდის მისამართი იყო მითითებული, სადაც 2011 წლის 13 სექტემბერს შავით თეთრზე დაიწერა, რომ ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი 2+2 სისტემით გააფორმა.
იხილეთ: როცა 2+2 ავტომატურად 4 არ არის - როგორი კონტრაქტი აქვს თემურ ქეცბაიას?

უნ
და ვიფიქროთ, რომ ყველა ამ წყაროს ეს ერთდროულად არ დასიზმრებია და რეალურად მოხდა. 2+2 კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ ფედერაციასა და ქეცბაიას უნდა ემსჯელათ იმაზე, დაემატებოდა თუ არა ორს ორი.

როგორც ჩანს, ქეცბაია სწორედ ამ თემაზე სალაპარაკოდ იყო ჩამოსული თბილისში, თუმცა კი თქვა - აგერ ვარ, მაგრამ არავინ დამლაპარაკებიაო...

თუმცა ვინ ვის ელაპარაკა, ამ მომენტში ეს ნაკლებად საინტერესოა; მთავარია ის ტყუილი, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია ამბობს. მაგალითად, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ჟურნალისტის კითხვაზე, ყბადაღებულ 2+2-თან დაკავშირებით, პასუხობს:

"არ არის მართალი. 2011 წელს გაფორმებულ კონტრაქტს არანაირი ოფცია არ აქვს და მის ამოწურვამდე დაახლოებით ორი წელიწადი კიდევ არის დარჩენილი".

იხილეთ ვრცლად

...და ორშაბათს, თოქ-შოუ "არენაში" სტუმრად მყოფმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც იგივე თქვა - ქეცბაიას 4-წლიანი კონტრაქტი აქვს და ის 2015 წელს იწურებაო.

სიმართლის გარკვევის წყურვილმა აზარტში შეგვიყვანა და გადავწყვიტეთ, ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე, არქივში მოგვეძიებინა. არ ვიცით, რატომ, მაგრამ ფაქტია - შებრძანდით საიტზე და ნახავთ, რომ 2011 წლის 7 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე ინფორმაციები არ დევს.

განა ფედერაციის ვებგვერდს არ უნდა დაეწერა მწვრთნელთან კონტრაქტის გაფორმების ამბავი? სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კი ეს აუცილებლობად მიიჩნია და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოამზეურა კიდეც:

თემურ ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი: 2011 სექტემბერი 13

13 სექტემბერს საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც გაირკვა, რომ ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - ხელშეკრულება 2+2 სისტემით არის დადებული.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით კი, თემურ ქეცბაიას ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების კოორდინირებაც დაევალება. რაც შეეხება ახალგაზრდული ნაკრების პოსტს, რომელიც ოთარ გაბელიას გადადგომის შემდეგ ვაკანტური იყო, ის ერთი წლით თემურ ქეცბაიას ასისტენტმა სოსო ჭედიამ დაიკავა.

სამინისტროს პრესსამსახური
იხილეთ წყარო

დაგვეთანხმებით, აქ ყველა საკითხი აქტუალობას კარგავს და ისმის ერთადერთი კითხვა, რაზეც ფედერაციამ პასუხი უნდა გასცეს საფეხბურთო საზოგადოებას - რაში გჭირდებათ ტყუილი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ეს ნამდვი ჟურნალისტის ნამუშევარია კიდევ საჭიროა ფედერაციას მიმართოთ თუ ეს კიდევ ტყილია კონტრაქტი საჯაროდ გამოაქვეყნოს
გიორგი
13:38 27-11-2013
0
უნამუსოები არიან მატყუარები და ხალხს ნაცარს აყრიან თვალში! ქეცბაისთან ერთად სიჭინავა და არველაძეც უნდა მოაშოროთ მაქედან!!! აფერისტები ესენი !!!
nika
13:44 27-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული